ოქროს ულვაში ნაწლავის პოლიპებს გაგიქრობთ...
დიდხანს ვმკურნალობდი ნაწლავებში გაჩენილ პოლიპებს, მაგრამ უშედეგოდ. ბოლოს და ბოლოს სპეციალისტებმა გამომიცხადეს, რომ ჩემი ხსნა მხოლოდ ქირურგიული ოპერაცია იყო. ოპერაციის ხსენებამ შემაშინა. გადავწყვიტე, ჯერ ხალხური საშუალებები მეცადა, ხოლო თუ არ მიშველიდა, ოპერაციას წინ რაღა დაუდგებოდა... მეგობრის რჩევისამებრ, დავიწყე ოქროს ულვაშით მკურნალობა. ვსვამდი მის ნაყენს, მოგვიანებით კი ბურახს. 5-6 თვეში პოლიპები თანდათან დაპატარავდა და ბოლოს ისეთი ზომის გახდა, რომ ჯანმრთელობისთვის სერიოზული ზიანის მიყენება აღარ შეეძლო.
- ნაყენი ასე მზადდება: პატარა ნაჭრებად უნდა დაჭრათ ოქროს ულვაშის 18 მუხლი, დაასხათ ნახევარი ლიტრი არაყი და 12 დღე გააჩეროთ. როცა ნაყენი ფერს შეიცვლის - გაიისფრდება, უკვე მზად არის. უნდა მიიღოთ 1 საჩაროზე კოვზი დღეში ერთხელ, უზმოზე, საუზმემდე 30-40 წუთით ადრე.
ბურახის მომზადების წესი კი ასეთია: - აიღეთ ოქროს ულვაშის რამდენიმე მუხლი და წვრილად დაჭერით. დაჭრილი ნედლეული არწყეთ 200-გრამიანი ჭიქით. ერთი სავსე ჭიქა ჩაყარეთ დოლბანდის თოფრაკში, ჩააყოლეთ ერთი საშუალო ზომის ქვა და თოფრაკი სუფთა წყლით სავსე სამლიტრიან ქილაში მოათავსეთ. ამავე ქილაში ჩაყარეთ 1 სადილის კოვზი შაქარი და ჩადეთ 1 სადილოს კოვზი სქელი არაჟანი. ქილას გადააფარეთ დოლბანდი და სითბოში დადგით. ბურახი დუღილს დაიწყებს. რამდენიმე დღის შემდეგ, როცა დუღილი შეწყდება, ბურახი თითქმის მზად არის, მაგრამ სრულ დადუღებამდე 14-16 დღე სჭირდება.
უნდა სვათ მთელი თვის განმავლობაში, ნახევ-ნახევარი ჭიქა დღეში 2-ჯერ, ჭამამდე 10 წუთით ადრე. მერე ერთი თვე შეისვენოთ და კურსი გაიმეოროთ.