ამ კერძის გიჟური მირთმევა, სადღესასწაულო ხასიათს აძლევს სუფრას! გემრიელი და არაჩვეულებრივად გემრიელი სალათი...

ამ კერძის გიჟური მირთმევა, სადღესასწაულო ხასიათს აძლევს სუფრას! გემრიელი და არაჩვეულებრივად გემრიელი სალათი...
სალათა ,, შუშხუნა“

ინგრედიენტები სალათისათვის

  • 5-6 მოხარშული კარტოფილი
  • 8 მოხარშული კვერცხი ( 3ც სალათისათვის+5 მოსართავად)
  • 200 ქათმის მოხარშული ფილე
  • 1 ხახვი
  • 0,5 ჭიქა გარჩეული კაკალი
  • 300გრ ქამა სოკო
  • 1 ბროწეული
  • მაიონეზი
  • ძმარი ( ხახვის მარინადისათვის)
  • მარილი და შაქარი მწიკვით


ინგრედიენტები სალათის გასაფორმებლად

  • 1ც, პატარა მოხარშული ჭარხალი
  • 2-3 სადილის კოვზი კონსერვირებული სიმინდი
  • მწვანილის რამოდენიმე ტოტი
  • ბროწეულის მარცვლები


მომზადების წესი

  1. ხახვი დაჭერი წვრილად დაამატე ძმარი, დაუმატე მწიკვით მარილი და შაქარი, დადგი მარნადისათვის. დააქუცმაცე ნიგოზი ან გამოფქვი
  2. ქამა სოკო დაჭერი და მოშუშე ზეთის მინიმალურ რაოდენობაში, დაამატე სუნელები
  3. სალათის მოსამზადებლად დააფინე სილიკონის დაფაზე ცელოფანი დააწყე პროდუქტები ფენა-ფენა: ჯერ გახეხილი კარგად დატკეპნილი კარტოფილი, შემდეგ თხლად მოუსვით მაიონეზი, შემდეგ წვრილად დაჭრილი ქათმის ფილე, ზემოდან ხახვის მარინადი
  4. ხახვზე დაალაგე სოკოები, მოუსვი მაიონეზის თხელი ფენა . შემდეგ დააფინე გახეხილი მოხარშული კვერცხი , კვერცხზე მოაყარეთ ნიგოზი, ზემოდან ბროწეული.
  5. აწიე ცელოფნის ბოლოები და გადაახვიე რულეტად. ცელოფანი მოაშორე

  6. დარჩენილი 5 კვერცხის გული და ცილა ცალკ- ცალკე გახეხე. ცილა შეღებე ჭარხლის წვენით ვარდისფრად
  7. რულეტს ყველა მხრიდან წაუსვი მაიონეზიდა დაიწყე მორთვა

  8. დაალაგე რიგებში გაფერადებული ცილა, გახეხილი გულები, საზღვრები გამოყავი მწვანილით, ბროწეულის მარცვლებით და სიმინდით, ასევე რითიც რთავთ ის მასალა მოაყარეთ ლანგარზე კოხტად


გაფორმება ასევე შეგიძლიათ სხვანაირადაც!

როგორც ხედავთ კერძი, შედგება ჩვეულებრივი ინგერდიენტებისაგან, მაგრამ მისი ნათელი შეფერილობით გაფორმება მას აძლევს სადღესასწაულო განწყობას, შეგიძლიათ რულეტში გაახვიოთ ნებისმიერი სხვა სალათი და შეცვალოთ ინგრედიენტები, მიირთვით გემრიელად!