არ გადააგდოთ ძველი ქოლგა! აღფრთოვანდებით იმით, თუ რა მშვენიერების შექმნაა შესაძლებელი...

არ გადააგდოთ ძველი ქოლგა! აღფრთოვანდებით იმით, თუ რა მშვენიერების შექმნაა შესაძლებელი...
ძველი ქოლგა შეიძლება გახდეს საფუძველი იმ ყვავილების საოცარი კომპოზიციისათვის, რომელიც აღაგზნებს თქვენში საგაზაფხულო განწყობას და ირგვლივ ყველაფერს გარდაქმნის. ასეთი ნივთით უპრობლემოდ შეიძლება სახლის ინტერიერის ან კარისწინა სივრცის მორთვა, ის გახდება მშვენიერი საჩუქარი მეგობრებისთვის და ნათესავებისთვის!

მოდით გავეცნოთ დამოუკიდებლად საგაზაფხულო კომპოზიციის შექმნისთვის აუცილებელ შთამაგონებელ იდეებს!



ყვავილოვანი კომპოზიციები

1. დეკორის ასეთი მშვენიერი საგნის დასამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ ქოლგა-ტროსტი, ატლასის ლენტა, ფლორისტული ღრუბელი და სეზონური ყვავილები. მშვენივრად მოერგებიან ქრიზანთემი, ტიტა, ბუჩქის ვარდი, იასამანი, ტყის ყაყაჩო (პიონი)!
საკუთარ გემოზე შეარჩიეთ ყვავილები და მათი კომბინაცია.


2. ქოლგა ისე დადევით, რომ მასთან მუშაობა მოსახერხებელი იყოს. ამ მიზნისათვის შეგიძლიათ გამოიყენოთ თეთრეულისათვის განკუთვნილი კალათა მჭიდროდ დაგრაგნილი პირსახოცით.


3. წინასწარ წყალში გარეცხილი ფლორისტული ღრუბელი მოათავსეთ ქოლგის ფსკერზე.


4. ოაზისის გამაგრების მიზნით ისარგებლეთ კომპოზიციის ფერთან შეხამებული ატლასის ლენტით ან შესაფერისი ბაწარით.


5. შეაგროვეთ საყვარელი ყვავილების თაიგული და დაამაგრეთ ფლორისტულ ღრუბელში.


6. კომპოზიციას შემატეთ მწვანე ყუნწები ან ფოთლები.


7. ქოლგის ხელს მიაბით დამატებითი ლენტა. მაშინ თქვენ შესძლებთ ყვავილოვანი მორთულობის დაკიდებას შესასვლელ კარებზე, კუტიკარზე ან ფანჯარაზე.


მაშ ასე, საგაზაფხულო თაიგული მზად არის!


8. ასეთი კომპოზიციების გამოყენება შეიძლება სახლის მოსართავად დღესასწაულებში. მაგალითად, თუ დაუმატებთ ორიგინალურ ელემენტებს ტირიფის ტოტების, ფრინველის ბუდეების ან მრავალფეროვანი კვერცხების სახით, მაშინ გამოგივათ საოცარი მორთულობა აღდგომა დღეს!






იმედია, შთაგონებული ხართ საკუთარი ყვავილოვანი კომპოზიციების შექმნის იდეებით. ასეთი ორიგინალური თაიგული ხომ უცილობლად მოგანიჭებთ თქვენ და თქვენ გარემოცვას თბილ განწყობას!