აი, რისი თქმა შეუძლია ადამიანის ხასიათზე ცერ თითს

აი, რისი თქმა შეუძლია ადამიანის ხასიათზე ცერ თითს
პირველი ნახვისას ადამიანებს ჩვენ ძირითადად ვუყურებთ სახეზე, ტანსაცმელზე, ჩავხედავთ ხოლმე თვალებში და ასე ვცდილობთ მათი ზრახვების გაგებას. ქირომანტიის მცოდნენი კი გვირჩევენ მეტი ყურადღება მივაქციოთ მოსაუბრის ხელებს.

ცერს ბევრი რამის თქმა შეუძლია ადამიანზე: მის ნებისყოფაზე, ხასიათის ძირითად და პიროვნულ თვისებებზე. დახედეთ თქვენს ცერს. მოლცემული ვარიანტებიდან რომელი შეგეფერებათ?



  1. ვარიანტი A

    თითის მეორე ფალანგი პირველზე გრძელია. ასეთი თანაფარდობა მიუთითებს იმაზე, რომ მისი მფლობელი არის საიმედო ადამიანი, რომელიც ნდობას ნამდვილად იმსახურებს. ამგვარი თითის მქონენი არიან ძალან დაკვირვებულები და ყველაფერს ობიექტურად უყურებენ.

    ასევე დაფიქრებული და გონიერი ადამიანები გახლავთ, ყველაფერს ყოველგვარი ფაციფუცის გარეშე აკეთებენ და არ აგებენ ოცნების კოშკებს. ისინი ვერ იტანენ ზეწოლას სხვების მხრიდან და დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ თავიანთ სულიერ კომფორტს.

  2. ვარიანტი B

    ორივე ფალანგი თითქმის ერთმანეთის ტოლია. ეს ადამიანები ცდილობენ იმოქმედონ წინასწარ დაწყობილი გეგმის მიხედვით. მხოლოდ ამ შემთხვევაში გრძნობენ თავს მშვიდად და კომფორტულად.

    ემოციები და გრძნობები მათ ჩარაზული აქვთ, თავს არ მისცემენ ერთი დღით ცხოვრების უფლებას, ასევე გააჩნიათ მახვილი გონება და ცნობისმოყვარეები არიან.

  3. ვარიანტი C

    პირველი ფალანგი მეორეზე გრძელია. ეს ადამიანები - გამოუსწორებელი რომანტიკოსები და ფაქიზი ბუნებისანი არიან, რომელთაც ადვილად უყვარდებათ. ასეთ ადამიანთან არ მოიწყენთ. საყვარელი ადამიანის გამო ხომ ისინი ყველაფერზე წამსვლელები არიან.


სწრაფი ტესტი და თქვენ უკვე ახადეთ ფარდა თანამოსაუბრის იდუმალ ხასიათს. საკმარისი იყო, მხოლოდ დაგეხედათ ხელებზე.