მარტივი ხერხი დაგეხმარებათ გაასუფთავოთ უნიტაზი ყველანაირი ჭუჭყისგან! და დიდი ხნით აღარ შეგაწუხებთ უსიამოვნო სუნი!

მარტივი ხერხი დაგეხმარებათ გაასუფთავოთ უნიტაზი ყველანაირი ჭუჭყისგან! და დიდი ხნით აღარ შეგაწუხებთ უსიამოვნო სუნი!
შარდის კენჭის მიზეზს დიდ წილად წარმოადგენს უხეში წყალი. ნალექები განსაკუთრებულად წარმოჩნდებიან იმ დროს, როდესაც ადგილი აქვს ავზაკიდან გადინებას. აი რაც შეეხება უნიტაზზე ჟანგის გაჩენას, ეს გამოწვეულია დაჟანგული მილების არსებობის გამო.



მაღაზიების თაროებზე განთავსებულია სხვადასხვა გამწმენდი საშუალება, მაგრამ რა საჭიროა შორს სიარული, თუ სახლის პირობებშიც არის შესაძლებელი პრობლემის მოგვარება.

როგორ მოვასუფთავოთ უნიტაზი

ინგრედიენტები:

  • 1 ჭიქა საკვები სოდა
  • 1/3 სამეურნეო საპონი
  • 2 სუფრის კოვზი წყალბადის ზეჟანგი
  • 3 სუფრის კოვზი ლიმონმჟავა
  • ნებისმიერი ეთერზეთის 20 წვეთი


მომზადება:

1. თავიდან საჭიროა სამეურნეო საპნის საფხეკელაზე (სახეხელაზე) გახეხვა, ხოლო შემდეგ მისი გაცხელება თხევად მდგომარეობაში გარდასაქმნელად. შემდეგ მიღებულ თხევად მასას დაუმატეთ სოდა ჩააწვეთეთ ეთერზეთები. ეს ყველაფერი კარგად მოურიეთ.


2. ნელა და ფრთხილად ჩაასხით ზეჟანგი და აურიეთ ნაზავში, შემდეგ დაუმატეთ ლიმონმჟავა და კიდევ ერთხელ ათქვიფეთ ყველაფერი.


3. ხელზე წამოიცვით დამცავი ხელთათმანები და მიღებული ნაზავიდან დაგრაგნეთ ბურთები. დააწყვეთ ბურთები პერგამენტზე და აცალეთ გაშრობა 5 საათის განმავლობაში. ბურთების შენახვა შეიძლება აბაზანის ოთახში მოთავსებულ მცირე ქილაში. ეთერზეთების წყალობით აბაზანაში მშვენიერი არომატი დაისადგურებს.


ასეთი ბურთებით სარგებლობა ადვილია; საკმარისია ერთი ასეთი ცალი ჩაუშვათ უნიტაზში, ხოლო შემდეგ უნიტაზი კარგად გარეცხოთ ლამპიე შუშის გასაწმენდი ჯაგრისით. თუ ძლიერ გაბინძურებასთან გაქვთ საქმე, მაშინ დამზადებული მასა გადაანაწილეთ უნიტაზის მთელ ზედაპირზე დატოვეთ მთელი ღამე. დილით ყველაფერი ჩარეცხეთ დიდი რაოდენობის წყლით.


და კიდევ ერთი: თუ არ მიესალმებით მაღაზიებში შემოთავაზებულ ჰაერის გამასუფთავებელებს ან თქვენ მათზე ალერგია გაქვთ, მაშინ მიმართეთ შემდეგ ხერხს. აურიეთ ნატრიუმის ჰიდროკარბონატის (იგი არის აფთიაქში) მცირე რაოდენობა ნებისმიერი ეთერზეთის 3-4 წვეთს. მიღებულ ხსნარში დაასველეთ დოლბანდის ან სალეჩაქეს (ტიულის) ნაჭერი და დატოვეთ საპირფარეშოში. ეს საშუალება შეიწოვს ყოველგვარ სუნს და, აგრეთვე, კლავს ბაქტერიებს.

აჩუქეთ თქვენ უნიტაზს დამაბრმავებელი სიქათქათე და სასიამოვნო არომატი. სხვებსაც გაუზიარეთ ეს ინფორმაცია!