დაივიწყეთ უსიამოვნო სუნი და სიბინძურე ვანა-ტუალეტში. იაფი საშუალება გასაოცარი ეფექტით!
დიასახლისების უმრავლესობისთვის ტუალეტის დასუფთავება ყოველთვის უდიდეს პრობლემას წარმოადგენს. სისუფთავის შენარჩუნება სახლის ამ ნაწილში ძალზედ მნიშვნელოვანია, რის გამოც ჩვენ საკმაოდ ხშირად ვყიდულობთ სხვადასხვა სპეციალურ ქიმიურ საშუალებებს. სამწუხაროდ, ქიმიური საშუალებების გამოყენება უარყოფითად აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე, თანაც ისინი საკმაოდ დიდ ხარჯებს მოითხოვს.
არსებობს ალტერნატივა, რომლის დახმარებითაც ამ უსიამოვნო დავალებას ხანმოკლე დროში, მარტივად გაუმკლავდებით. დღეს ''Fpaparazzi''-ის რედაქცია მოგითხრობთ ძალზედ ეფექტური საშუალების შესახებ. გამოიყენეთ ის და რამდენიმე წუთში ვანა-ტუალეტი სისუფთავისგან იბრწყინებს!
როგორ გავწმინდოთ უნიტაზი
თქვენ დაგჭირდებათ:
ინსტრუქცია:
როგორ გამოვიყენოთ ეს ბურთები? საკმარისია ერთი ასეთი ბურთის უნიტაზში ჩაგდება, რათა მან ხანგრძლივი დროის განმავლობაში შეინარჩუნოს სისუფთავე. თუ უნიტაზი ძალიანაა დაბინძურებული, ჩააგდეთ მასში ორი ბურთულა, უნიტაზის ჯაგრისის გამოყენებით გაანაწილეთ ის მთელ ზედაპირზე და დატოვეთ მთელი ღამით.
უკვე რამდენიმე თვეა, რაც ამ საშუალებით ვსარგებლობ და ძალიან კმაყოფილი ვარ. გირჩევთ, თქვენც გამოცადოთ ეს უნიკალური ნარევი. გაუზიარეთ ეს სასარგებლო ინფორმაცია მეგობრებსაც, ისინი მადლიერები დარჩებიან.

- 1 ჭიქა საკვები სოდა;
- 1/3 სარეცხი საპონი;
- 2 ს.კ წყალბადის ზეჟანგი;
- 3 ს.კ ლიმონმჟავა;
- 20 წვეთი სასურველი ეთერზეთი.
ინსტრუქცია:
- პირველ რიგში, გახეხეთ 1/3 სარეცხი საპონი წვრილ სახეხზე, რათა გაგიმარტივდეთ მისი გადაყვანა თხევად მდგომარეობაში. როგორ გავათხევადოთ სარეცხი საპონი? მოათავსეთ ის ცეცხლგამძლე ჭურჭელში და დადგით ორთქლის აბაზანაზე ან ჩაყავით მდუღარე წყალში. როგორც კი საპონი გათხევადებას დაიწყებს, მუდმივი მორევის პირობებში ჩაამატეთ მასში მოცემული რაოდენობით საკვები სოდა და ნებისმიერი ეთერზეთი.
- მას შემდეგ, რაც ინგრედიენტები ერთმანეთში შეერევა, გადმოდგით ჭურჭელი ორთქლის ამაზანიდან და ჩაამატეთ მასში 3 სუფრის კოვზი ლიმონმჟავა. კიდევ ერთხელ გადაურიეთ.
- ჩაიცვით რეზინის ხელთათმანები და მიღებული ბლანტი მასისგან შეკარით პატარა ზომის ბურთები. დაალაგეთ დამზადებული ბურთები პერგამენტის ქაღალდზე და მიეცით დრო ბოლომდე გასაშრობად. ამისათვის დაახლოებით 5 საათია საჭირო. მზა ბურთები შეგიძლიათ გადაიტანოთ მინის ქილაში და შეინახოთ ვანა-ტუალეტში. ეთერზეთების არაჩვეულებრივი არომატის ხარჯზე ტუალეტში უსიამოვნო სუნი არასდროს შეგაწუხებთ.