მარტივი რჩევები, რომლის დახმარებითაც სწრაფად შეაჩერებთ ცხვირიდან სისხლდენას
ბავშვობიდან მოყოლებული, თუ ცხვირს ძლიერად მოვიწმენდდი ან წკიპურტი მომხვდებოდა, მაშინვე სისხლდენა მეწყებოდა, თანაც იმდენ ხანს გრძელდებოდა, რომ შეწუხებული ვიყავი. ნესტოებში ხან დამწვარ, ხან კალციუმიან ბამბას მიდებდნენ... დედაჩემმა გამოსაკვლევად ექიმთან წამიყვანა. სისხლის დაავადება გამორიცხეს და სისხლძარღვებს დააბრალეს. მართლაც, სისხლძარღვთა კედლების გამამაგრებელი საშუალებების მიღებამ მდგომარეობა გააუმჯობესა.
- ასაკის მატებასთან ერთად სისხლდენა დავიწყებას მიეცა. ახლა მხოლოდ გრიპის ან გაციების დროს თუ შემახსენებს ხოლმე თავს, ისიც - შედარებით მსუბუქად. კარგად მახსოვს, იმ პერიოდში რა საშუალებებს ხმარობდნენ ჩემი მშობლები, რათა სისხლდენა შეეჩერებინათ. მინდა, რამდენიმე რეცეპტი თქვენც გასწავლოთ.
- ერთ ჭიქა ცივ წყალში ჩაასხით 1/4 ლიმონის წვენი ან ერთი ჩაის კოვზი ძმარი (მაგრამ არა ესენცია), ან კიდევ ჩაყარეთ 1/3 ჩაის კოვზი შაბი. მიღბული სითხე შეისრუტეთ ცხვირით და შეიკავეთ 3-5 წუთს. შუბლსა და ცხვირზე მიიდეთ ცივ წყალში დასველებული პირსახოცი ან ყინული.
- თუ სისხლი მარჯვენა ნესტოდან მოგდით, მარჯვენა ხელი ასწიეთ თავს ზემოთ, თუ მარცხენა ნესტოდან - მარცხენა ხელი. ეს მეთოდი სისხლდენას ეფექტურად აჩერებს.
- ამ მეთოდის გამოყენებისას დამხმარე დაგჭირდებათ. ნესტოდან სისხლდენის დროს ავადმყოფი ორივე ხელს მაღლა სწევს, მეორე ადამიანი კი სისხლმდინარ ნესტოს (თუ სისხლი ორივედან დის - ორივეს ) 3 -5 წუთით აჭერს ხელს. სისხლდენა მალე შეწყდება.
- გახეხეთ ფარსმანდუკის ქორფა ფოთლები და ჩაიდეთ ნესტოში. შეგიძლიათ, წვენი გამოწუროთ და ის ჩაიწვეთოთ. წვენი უფრო ეფექტურიც კია.