ბადრიჯანი ,, თითქმის ცხიმის გარეშე“! ახლა შემიძლია მივირთვა რამდენსაც შევძლებ, ვამზადებ შემდეგი მეთოდით...
უმი ბადრიჯანი შეიცავს სულ რაღაც 24 კალორიას 100გრამზე, მაგრამ შეწვისას მისი კალორიულობა იზრდება 107 მდე ხოლო ნიორთან და ტომატთან ერთად 132 მდე, როგორ მოვამზადოთ ბადრიჯანი უცხიმოდ? გამოსავალი არსებობს , და ჩვენ მას გთავაზობთ.
როგორ შევწვათ ბადრიჯანი ზედმეტი ცხიმის გარეშე
- შეწვის წინ, დაჭრილი ბადრიჯნის რგოლები მოათავსეთ მიკროტალღურ ღუმელში გააცხელეთ 5-7 წუთით ძალიან მაღალ სიმძლავრეზე. ნახევრად მომზადდება. ბადრიჯანი უნდა დარბილდეს, გაუშვას წვენი, და გაიჟღინთოს წვენში, წვენში გაჟღენთილი ბადრიჯანი არ შეიწოვ ცხიმს და სწრაფად შეიწვება.
- დაალბეთ ბადრიჯანი მარილიან წყალში, შემდეგ გადააქციეთ წყალი, ნაზად გაწურეთ. ახლა შესაწვავად ძალიან ცოტა ცხიმი დაგჭირდებათ. უბრალო და ადვილი!
- დაჭერით ბადრიჯანი, მოაყარეთ მარილი, დადგით 20-30 წუთი. გადაღვარე თ გამოღებული წვენი, დაასხით მას 4 სადილის კოვზი ცხიმი, აურიეთ ისე, რომ ცხიმი თანაბრად გადანაწილდეს ბადრიჯანზე. შეგიძლიათ შეწვათ აბსოლიტურად მშრალ ტაფაზე.
- თუ გსურთ ბარიერი შექმნათ ცხიმსა და ბადრიჯანს შორის ამოავლეთ იგი ფქვილში და ისე შებრაწეთ.
ამ სტატიით ჩვენ გასწავლეთ როგორ უნდა შეწვათ სწორად ბადრიჯანი. ახლა შეგიძლიათ მიირთვათ რისკის გარეშე და აიკრიფოთ წონა. ბადრიჯანი ძალიან კარგად ერწყმება სხვა ბოსტნეულს- პამიდორს, ბულგარიულ წიწაკას, ყაბაყს. ის ძალიან უხდება ხორცის კერძებს ასევე ცვლის ხორცს. მათთვის ვინც გადაწყვიტა ვეგეტარიანელობა. საინტერესო ფაქტია, მაგრამ იცით რომ ბიოლოგიურად ბადრიჯანი კენკრაა?