კბილების ეფექტური გათეთრება სახლის პირობებში; პროფესიონალურ წმენდაზე უკეთესი!

კბილების ეფექტური გათეთრება სახლის პირობებში; პროფესიონალურ წმენდაზე უკეთესი!
იდეალურად თეთრი ღიმილი - უამრავი ადამიანის ოცნებაა. არსებობს კბილების გათეთრების მრავალი მეთოდი, რომელიც მოკლე ვადაში უზრუნველყოფს საუკეთესო შედეგს: ფოტო, ლაზერული, კაპებითა და პროფესიონალური წმენდა.



სამწუხაროდ, ასეთ ძვირადღირებულ პროცედურებს ყველა ვერ შეწვდება. ამიტომ, ჩვენი რედაქცია წარმოგიდგენთ კბილების გათეთრების არანაკლებ ეფექტურ შინაურ საშუალებას, რომელიც უზრუნველყოფს კარგ შედეგს ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში.



როგორ გავითეთროთ კბილების ემალი სახლის პირობებში

ინგრედიენტები

  • 2 წვეთი გრეიფრუტის ეთერზეთი
  • 2 წვეთი ფორთოხლის ეთერზეთი
  • 2 წვეთი ჩაის ხის ეთერზეთი
  • 1 ჩ/კ სამედიცინო სპირტი
  • 100მლ წყალი


მომზადების წესი

  1. გახსენით ეთერზეთები 1 ჩაის კოვზ სამედიცინო სპირტში.
  2. შეურიეთ მიღებული ნაზავი წყალს.


გამოიყენეთ ეს სავლები კვირაში ორჯერ. პროცედურის დამთავრების შემდეგ აუცილებლად გამოივლეთ თბილი წყალი. ეთერზეთები არა მარტო დაგეხმარებათ კბილების გათეთრებაში, არამედ გაგიუმჯობესებთ პირის ღრუს საერთო მდგომარეობას. უკვე ერთ თვეში თქვენ მიიღებთ შესამჩნევ შედეგს.

ნახეთ ვიდეო და გაეცანით კბილების გათეთრების სხვა მეთოდებს.



არ დაგავიწყდეთ, ეწვიოთ სტომატოლოგს ყოველ ექვს თვეში და გაუფრთხილდით კბილებს.