ხშირად გაღიმების მიზეზი: საშუალება, რომელიც ყველაზე ეფექტურია კბილების გასათეთრებლად

ხშირად გაღიმების მიზეზი: საშუალება, რომელიც ყველაზე ეფექტურია კბილების გასათეთრებლად
გაიღიმეთ ხშირად - ღიმილი ხომ წარმატებული დღის საწინდარია! კბილების თვალისმომჭრელად სითეთრის საოცარ რეცეპტს კი ჩვენს დღევანდელ სტატიაში იხილავთ.

გაიღიმეთ ხშირად - ღიმილი ხომ წარმატებული დღის საწინდარია! კბილების თვალისმომჭრელად სითეთრის საოცარ რეცეპტს კი ჩვენს დღევანდელ სტატიაში იხილავთ.

გამოიყენეთ კურკუმა კბილების იდეალურად გასაწმენდად და გასათეთრებლად. მიუხედავად იმისა, რომ ეს სუნელი მკვეთრი ყვითელი ფერისაა, იგი შესანიშნავად უმკლავდება მოცემულ დავალებას: სპობს ბაქტერიებს და ემალს მოვლილ იერსახეს სძენს.
ეს გახლავთ ნატურალური საშუალება, ყოველგვარი ნივთიერებების გარეშე, რომლებიც აფუჭებს ემალს და აზიანებს ღრძილებს. ამ მათეთრებელი პასტის გამოყენების შემდეგ, უკვე ერთ კვირაში მიიღებთ შესანიშნავ შედეგს!

კბილების გათეთრება კურკუმით

ინგრედიენტები
  • 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი ან წყალი
  • 1 ჩ.კ. კურკუმა

მომზადების წესი და გამოყენება

  1. კარგად მოურიეთ ინგრედიენტები. წაუსვით კბილის ჯაგრისს მიღებული პასტა და ჩვეულებრივად გაიხეხეთ კბილები.

  2. გახეხვის შემდეგ 3-5 წუთით გაიჩერეთ პირის ღრუში ეს საშუალება.

  3. კარგად გამოივლეთ წყლით.

შეგახსენებთ, რომ პირის ღრუს ჰიგიენისთვის საჭიროა დღეში 2-ჯერ გაიხეხოთ კბილები.