დარიჩინის ჯადოსნური არომატი გვიხმობს გასასინჯათ.არაჩვეულებრივად გემრიელი ნამცხვარი ერთ საღამოზე ქრება

დარიჩინის ჯადოსნური არომატი გვიხმობს გასასინჯათ.არაჩვეულებრივად გემრიელი ნამცხვარი ერთ საღამოზე ქრება
ამ არაჩვეულებრივ ფუნთუშას გარედან აქვს- ტკბილი და არომატული ხრაშუნა კანი, ხოლო შიგნით-რბილი და ნაზი, პირში დნება, არაჩვეულებრივი დარიჩინის გემოთი. ლამაზი, მადისაღმძვრელი გარეგნობა გვაძლევს საშუალებას, რომ არა მარტო საშინაო ჩაის სმის დროს მივირთვათ არამედ, სადღესასწაულო სუფრაზეც გავიტანოთ.
ინგრედიენტები
  • შაქარი 80გრ
  • დროჟი 8გრ.
  • ფქვილი 300გრ.
  • კვერცხის გული 1ვ
  • დარიჩინი 2 ჩაის კოვზი
  • რძე 120მლ.ლკარაქი 80გრ
  • მარილი 0,25ჩაის კოვზი
  • ზეთი 3 მლ.ლ


მომზადების წესი

  1. აურიეთ დროჟში ცოტა შაქარი და დაასხით თბილი რძე, მოურიეთ და დადგით თბილად 10 -15 წუთით , სანამ დროჟი გაღვივდება
  2. დაადნეთ 30 გრ. კარაქი, კარგად ათქვიფეთ კვერცხის გულთან ერთად, ნელანელა დაამატეთ ფქვილი, მარილი, დაასხით რძიანი დროჟი და მოზილეთ ცომი, ცომი უნდა იყოს რბილი, არ უნდა გეწებებოდეთ.
  3. გადაიტანეთ ცომი ზეთმოსმულ ჯამზე და დადგით თბილ ადგილას 1,5 საათით.
  4. მოამზადეთ გულსართი, ამისათვის დარჩენილი კარაქი (50გრ.) გაადნეთ და აურიეთ შაქარში და დარიჩინში
  5. გაშალეთ ცომი ოთხკუთხედად 1 სმ. სისქეზე, სასურველია გრძელი იყოს, რგოლის დიამეტრი ამ შემთხვევაში დიდი გამოვა
  6. აიღეთ გულსართის მესამედი და წაუსვით გაშლილ ცომს გადაახვიეთ რილეტად გადადეთ, ცოტათი ხელი დააჭირეთ , რომ რულტი მკვრივი გამოვიდეს
  7. გაჭერით რულეტი სიგრძეზე ბოლოში 1-2სმ. დატოვეთ გაუჭრელი
  8. გადაწენით ეს ორი ნაწილი და შეაერთეთ ბოლოები , იესე რომ გამოვიდეს შეკრული რგოლი
  9. დააფინეთ ტაფაზე პერგამენტი, წაუსვით ზეთი. დადეთ ფუნთუშა და ზემოდან მოუსვით კარაქის შაქრის და დარიჩინის ნაზავი
  10. დადგით ფუნთუშიანი ტაფა 15წთ. სითბოში, თუ შედგავთ ფუნთუშას მაშინათვე შეიძლება ცომი სწრაფად ამოვიდეს და გაიხეს, ნამცხვარი არც თუ ისე ლამაზი გამოვა
  11. გამოაცხეთ 200 გრადუსზე 20-25 წუთით
  12. გამომცხვარი ფუნთუშა გადმოიღეთ აერღუმელიდან მოაყარეთ შაქრის პუდრა და გააცივეთ

დარიჩინიანი ფუნთუშა ესტონურად აუცილებელი არ არის გავჭრათ დანით, ცხელი შეიძლება ხელით მოვტეხოთ, გემრიელია ჩაისთან და კაკაოსთან ერთად, მიირთვით გემრიელად