გახსოვთ ეს ხნიერი წყვილი "ტიტანიკიდან?" აი, როგორები იყვნენ ისინი სინამდვილეში

გახსოვთ ეს ხნიერი წყვილი "ტიტანიკიდან?" აი, როგორები იყვნენ ისინი სინამდვილეში
წელს სრულდება 20 წელი კინოეკრანებზე ჯეიმს კამერონის შედევრის, "ტიტანიკის" გამოსვლიდან. გამოჩენილმა რეჟისორმა თავისი ქმნილების გამო კოლოსალური შრომა გაწია. სამი წელი იმუშავა გადაღებებზე, მაგრამ სამზადისი გაცილებით ადრე დაიწყო. ჯეიმსი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა დეტალებს.

მთავარი მოქმედი პირების სასიყვარულო ისტორიის პარალელურად რეჟისორმა წარმოგვიდგინა xx საუკუნის ყველაზე ცნობილი ხომალდის დაღუპვის მთელი საშინელება. დღესაც კი, ორი ათეული წლის შემდეგ, ფილმი სრულებითაც არ მოძველებულა და კვლავ აგრძელებს მაყურებლის განცვიფრებას.



ამ სტატიაში საუბარი გვექნება არა ჯეკისა და როუზის ურთიერთობაზე, არამედ მათზე, ვისი სახელებიც მაყურებელთა უმრავლესობას არც დამახსოვრებია. სიკვდილამდე წამებით ადრე მოხუცების ჩუმი ჩახუტება მილიონობით ადამიანის მეხსიერებაში არის ჩარჩენილი. თუმცა, ცოტამ თუ იცის ამ წყვილის პროტოტიპების ნამდვილი ისტორია.



ისიდორ და იდა შტრაუსები იყვნენ ყველაზე მდიდარ მგზავრებს შორის იმ ტრაგიკულ რეისზე. ამერიკელ პოლიტიკოსსა და მდიდარ მეწარმეს ღირსეული ადამიანის სახელი ჰქონდა.



ისიდორი და იდა დაქორწინდნენ 1871 წელს. წყვილის თანამედროვეთა მოგონებების მიხედვით, მათ ძლიერ უყვარდათ ერთმანეთი და ცდილობდნენ არასოდეს დაშორებულიყვნენ. როდესაც ისიდორს ერთი დღით მაინც უხდებოდა სახლიდან წასვლა, ისინი ერთმანეთს გრძელ წერილებს წერდნენ.



იდამ შეყვარებულ მეუღლეს 7 შვილი აჩუქა. ერთ-ერთი მათგანი სამწუხაროდ ჩვილობაში გარდაიცვალა, დანარჩენები კი გაიზარდნენ და მშობლები შვილიშვილებითაც გააბედნიერეს. 1912 წელს წყვილი ევროპის გარშემო მოგზაურობდა შვილიშვილ ბეატრისთან ერთად. საბედნიეროდ, იგი ნათესავებთან დარჩა გერმანიაში და "ტიტანიკზე" ვერ მოხვდა.



როდესაც გემი ფსკერისკენ დაეშვა, იდასთვის უკვე მომზადებული იყო ადგილი ნავში. თვითმხილველები ამტკიცებდნენ, რომ ხნიერ ქალს ცალი ფეხი უკვე ჩადგმული ჰქონდა ნავში, როდესაც იგი მიხვდა: მეუღლე არ აპირებდა გაყოლას. მაშინ იდამ გადაწყვიტა თავადაც დარჩენილიყო განწირული "ტიტანიკის" ბორტზე.



ქალმა განაცხადა: "ჩვენ იმდენი წელი ვიცხოვრეთ ერთად. სადაც შენ, იქაც მე." თავისი ადგილი ნავში დაუთმო ელენ ბერდს, საკუთარ მოსამსახურეს. შემდგომ შტრაუსები გაეშურნენ შეზლონგებისკენ გემბანზე.



თვითმხილველთა თქმით, ბოლოს ცოლ-ქმარი გემბანზე ხელჩაკიდებული დაინახეს. ამგვარად, სცენა კაიუტაში მხატვრული მონაგონია. მაგრამ, ცოტამ თუ იცის მათდამი მიძღვნილი მეორე მომენტის შესახებ, რომელიც ამოჭრილია ფილმიდან.



ქვემოთ თქვენ შეძლებთ ამ მომენტის ნახვას. მასში რეჟისორს ნაჩვენები აქვს შტრაუსების საუბარი ნავთან, რომელიც თვითმხილველებს ასე ჩარჩათ მეხსიერებაში. ხნიერი წყვილის შემყურე, ხვდები, ვინ იყვნენ ნამდვილი "ტიტანიკის" ჯეკი და როუზი.



ხომალდის კატასტროფამ შეიწირა იდა და ისიდორ შტრაუსების სიცოცხლე, მაგრამ მათი სიყვარულის ისტორია დღემდე ახდენს შთაბეჭდილებას ადამიანებზე. წყვილის ხსოვნის უკვდავსაყოფად დგამენ მემორიალურ დაფებს და მათ სახელებს არქმევენ სკოლებს. ხოლო შტრაუსების ურიცხვი შთამომავლობა ზრუნავს იმაზე, რომ დავიწყებას არ მიეცეს მათი სახელები.