საუკეთესო სადღესასწაულო ფილმები
საახალწლო ეთერის ერთ-ერთი მთავარი, აუცილებელი ატრიბუტი ბევრ სხვა რამესთან ერთად, ფილმებია, რომლებიც შობაზე ან ახალ წელზეა გადაღებული და ძალიან გვიყვარს. დღეს რამდენიმე მათგანს გაგახსენებთ.
''მარტო სახლში'' - 1990 წ.
1990 წლის შემდეგ ''მარტო სახლის'' კიდევ ერთი სერია გამოვიდა, თუმცა პირველივემ დაიპყრო მაყურებელთა უდიდესი რაოდენობა მთელ მსოფლიოში და მაკოლეი კალკინი ყველაზე ცნობილი ბავშვი გახადა. სამწუხაროდ, მისი კარიერა ძალიან ცუდად განვითარდა და ''მარტო სახლის'' გარდა, საკუთარ ფილმოგრაფიაში ვერაფრით დაიკვეხნის, თუმცა, განსაკუთრებულად 90-იანების თაობისთვის, ის ერთ-ერთი საყვარელი პერსონაჟი გახლდათ.
პატარა ბიჭუნას ამბავი, რომელიც მრავალსულიან ოჯახში მარტოსულად გრძნობს თავს და შობის დღესასწაულზე შემთხვევით მარტო დარჩება, დღემდე რჩება სადღესასწაულო დღეების ერთ-ერთ საუკეთესო ამბად.
''როგორ მოიპარა გრინჩმა შობა'' - 2000 წ.
ჯიმ კერის კიდევ ერთი დაუვიწყარი როლი, რომლისთვისაც ის ''ნიღბის'' შემდეგ, კვლავ გამოეწყო მწვანე კოსტიუმში. იგი განასახიერებს არსებას, რომელსაც შობის დღესასწაული არ უყვარს და მის მოპარვას გადაწყვეტს. ფილმი დოქტორ სეუსის ამავე სახელწოდების მოთხრობაზეა დაფუძნებული, რომელიც პატარებისთვის დაიწერა, თუმცა კინოსტუდიის რით დაიღალა ნანუკა ჟორჟოლიანი - ''ნიჭიერმაც'' ძალიან იმოქმედა...''
წარმომადგენლებს მოუხდათ გარკვეული ეპიზოდების დამატება, რომ სრულმეტრაჟიან ფილმად ექციათ. სანამ გრინჩის როლზე ჯიმ კერის დაამტკიცებდნენ, ედი მერფისა და ჯეკ ნიკოლსონის კანდიდატურებიც კი განიხილებოდა.
''პოლარული ექსპრესი'' - 2004 წ.
ბიჭუნა ის-ის არის, დაიჯერებს, რომ თოვლის ბაბუა არ არსებობს, რომ შობის ღამეს მის სახლთან უცნაური მატარებელი გაჩერდება და კლაუსის მოსანახულებლად ჩრდილოეთ პოლუსზე ეპატიჟება. მთელი მოგზაურობა საოცრებებითაა აღსავსე. ამ ფილმის ნახვისას მცირე ხნით ბავშვობაში დაბრუნდებით და აუცილებლად მოგინდებათ დაიჯეროთ, რომ სანტა ჩრდილოეთ პოლუსზე საქმიანობს და თქვენთვისაც ამზადებს საჩუქარს.
''რეალური სიყვარული'' - 2007 წ.
რიჩარდ კურტისმა ზემოხსენებული ფილმისთვის სცენარიც თავად შექმნა და თავადვე გადაიღო. ფილმში ერთი ძირითადი ხაზი არ არის და რამდენიმე ადამიანის ცხოვრებაზეა აგებული, მოქმედება კი შობამდე რამდენიმე კვირით ადრე იწყება და ვითარდება. ფილმის რამდენიმე ეპიზოდი სრულიად დაუვიწყარია და არც კი ვიცით, რომელი ერთი უნდა გავიხსენოთ. პრემიერ-მინისტრის ცეკვა, ქორწილზე შესრულებული ''ბითლზის'' სიმღერა თუ სიყვარულის ორიგინალური ახსნა.
''საშობაო ზღაპარი'' - 2009 წ.
ჩარლზ დიკენსის შესანიშნავი მოთხრობა ეკრანზე რამდენჯერმე გადაიტანეს. მათ შორის ყველაზე გამორჩეული იყო მულტიპლიკაციური ფილმი, რომელშიც სკრუჯ მაკდაკი და მიკი მაუსი არიან მთავარი მოქმედი გმირები. ძუნწ და მდიდარ სკრუჯს შობის ღამეს სამი საშობაო სული გამოეცხადება და მისი თავგდასავალიც იწყება. 2009 წელს კი ამავე ამბის გადაღება განიზრახა რობერტ ზემეკისმა და სამ დღეში მულტიპლიკაციის გამოყენებით გადაიღო გამორჩეული ფილმი, რომელშიც მთავარ გმირს ასევე ჯიმ კერი განასახიერებს.