ჰერპესის დაძლევაში ეს საოცარი ზეთი დამეხმარა

ჰერპესის დაძლევაში ეს საოცარი ზეთი დამეხმარა
წლების წინ, გავცივდებოდი თუ არა, ტუჩებსა და ცხვირის ნესტოების ქვეშ მიჩნდებოდა ჰერპესული გამონაყარი, რომელიც ძალიან მტკივნეულიც იყო და კვირების განმავლობაში გარეგნობასაც მიმახინჯებდა. ექიმებმა მითხრეს, რომ არ გამონაყარს ჰერპესის ვირუსი იწვევს, რომელიც თურმე ორგანიზმში თვლემს და იმ შემთხვევაში აქტიურდება, როცა ადამიანი სტრესს გადაიტანს ან იმუნიტეტი უსუსტდება.

უკვე კარგა ხანია ჰერპესი აღარ გამწვავებია და ამას იმუნიტეტის გაძლიერებით მივაღწიე. იმუნიტეტის გაძლიერება კი მანამდე უნდა დაიწყოთ, ვიდრე დაავადება განვითარდება. ამისთვის ყოველწლიურად, თებერვლის შუა რიცხვებიდან ვიწყებ ექინაცეის ნაყენის მიღებას - ვსვამ 20 -20 წვეთს დღეში სამჯერ. ამიტომ ავად აღარ ვხდები. ჰერპესის დაძლევაში კი კრაზანას ზეთი დამეხმარა.

მისი დამზადება ასეთი რეცეპტით ხდება:

დაგჭირდებათ:
  • 100 გრ კრაზანა
  • 1 ჩ/ჭ ზეითუნის ზეთი

მომზადების და გამოყენების წესი:
100 გრამი ბალახი დააქუცმაცეთ, დაასხით 1 ჩ/ჭ ზეუთუნის ზეთი , ნახევარი საათი ჩადგით მდუღარე წყლის აბაზანაში, შემდეგ მოათავსეთ ბნელ ადგილას 10-12 დღე და ამის შემდგომ გადაწურეთ. ეს ზეთი შეგიძლიათ გამოიყენოთ დაჟეჟილობების, გარეგანი სისხლჩაქცევების, მცირე ზომის ჭრილობების არეში შესაზელად, ასევე ამ ზეთით უნდა დაიზილოთ ჰერპესით დაზიანებული არე - რაც შეიძლება ხშირ - ხშირად. საკმაოდ ეფექტიანია ჰერპესის სამკურნალოდ ასეთი საცხიც: მრავალძარღვას ფოთლები დაფქვით და აურიეთ ერბოში ისე, რომ მიიღოთ სქელი მასა. ჩემი დაკვირვებით დავასკვენი, რომ ჰერპესის დროს მთავარია, დრო არ დაკარგოთ და მცირე გამონაყარის გაჩენისთანავე მასზე რაიმე სამკურნალო საშუალება ( თუნდაც ჩემ მიერ მოწოდებული ) წაისვათ. შედეგად - გამონაყარი მალევე ხმება, მდგომარეობა აღარ რთულდება და კანი მნიშვნელოვნად არ ზიანდება.
სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი