ამ ოჯახმა სასადილო მაგიდა თავიდან მოიშორა. მის ნაცვლად ნამდვილი შედევრი შექმნეს!

ამ ოჯახმა სასადილო მაგიდა თავიდან მოიშორა. მის ნაცვლად ნამდვილი შედევრი შექმნეს!
მთელი ოჯახის ერთად შეკრება საკმაოდ რთულ მისიას წარმოადგენს, რადგან თითოეულ ადამიანს საკუთარი საქმეები აქვს: სკოლა, უნივერსიტეტი, სამსახური, ჰობი და ა.შ. სწორედ ამიტომ, ყველაზე ხშირად საყვარელ ადამიანებს დღეში მხოლოდ ერთხელ, სამზარეულოში ვხედავთ.

რა თქმა უნდა, თითოეული ადამიანის სურვილია, რომ საყვარელი ადამიანების შეკრების ადგილი მაქსიმალურად მყუდრო და კომფორტული იყოს. დღეს ''Fpaparazzi''_ის რედაქციაში გადავწყვიტეთ გაგვეზიარებინა თქვენთვის ერთი დიდი ოჯახის გენიალური იდეა, რომელმაც სამზარეულოს მაგიდა თავიდან მოიშორა და მის მაგივრად ნამდვილი შედევრი შექმნა!

იდეა სამზარეულოსთვის

ასე გამოიყურებოდა უბრალო სასადილო მაგიდა.



ოჯახის წევრებმა გადაწყვიტეს ამ მაგიდისა და სკამების თავიდან მოშორება.



მათ კედლებზე დაფები მიამაგრეს.



დაფები, რომლეთაც მომავალში კომფორტული სკამების ფუნქცია უნდა შეეთავსებინა, გამყარებას საჭიროებდა.



ამავე პრინციპით, ოჯახის წევრებმა განათავსეს დაფები სამზარეულოს კუთხეებში.



შემდეგი ნაბიჯი - სკამების დამონტაჟება.



ქსოვილი, რომელიც ამ ოჯახმა დაფების შესაფუთად ამოირჩია, წყალგაუმტარია და ადვილად იწმინდება.



იმისთვის, რომ სკამები რბილი და კომფორტული ყოფილიყო, ოჯახის წევრებმა შემდეგი რამ მოიფიქრეს...





საბოლოო შტრიხი - შეღებვა.



ამის შემდეგ ოჯახის წევრებმა დაამონტაჟეს საკუთარი ხელით გაკეთებული მაგიდა.



ეს იდეა იმდენად მომეწონა, რომ უახლოეს მომავალში მსგავსი სამზარეულო კუთხის მოწყობას ვგეგმავ! იმ შემთხვევაში, თუ თქვენც მოგეწონათ ეს იდეა, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებს!