ფიკუსის მოვლის საიდუმლო მეთოდები
ფიკუსის სახეობებს შორის ყველაზე მეტად ცნობილია კაუჩუკოვანი ფიკუსი და ბენჟამენის ფიკუსი. თუ სახლში ეს მცენარე არ გაქვთ, ყველას გირჩევთ შეიძინოთ. დაინახავთ, თუ სახლში ატმოსფერო უკეთესობისკენ როგორ სწრაფად შეიცვლება.
- ფიკუსი საკმაოდ კონსერვატიული მცენარეა, ამიტომ ის ერთსა და იმავე ადგილას უნდა გაიზარდოს. შეეცადეთ ნაკლებად შეაწუხოთ.
- მისაღები ტემპერატურა ზაფხულში 25-30 გრადუსი, ზამთარში კი - 18-20 გრადუსია. აუცილებლად შეინარჩუნოთ ასეთი ტემპერატურა.
- ფიკუსს უხვად და რეგულარულად მორწყვა უყვარს. წყალი თბილი უნდა იყოს. გაზაფხულსა და ზაფხულზე მცენარე კარგად უნდა მორწყათ, ხოლო ზამთარში მისი ფოთლები კარგად უნდა გაწმინდოთ.
- ფიკუსს ძალიან უყვარს ტენიანობა, თუ ტენი არ ჰყოფნის, იწყებს გამოშრობას. ასეთი პრობლემის თავიდან აცილების მიზნით, საჭიროა კარგად მორწყვა.
- ფიკუსი ყოველ 2-3 წელიწადში ერთხელ უნდა გადანერგოთ. დიდი მცენარის გადანერგვა არ არის აუცილებელი, თუმცა სასურველია მიწის ზედა ფენის შეცვლა.
- მცენარის აქტიური ზრდის პერიოდში, 2 კვირის განმავლობაში რეგულარულად მიაწოდეთ აზოტის შემცველი ნივთიერებები.