ეს ერთ-ერთი საუკეთესო რეცეპტია თმის ზრდის დასაჩქარებლად და ძირების გასამაგრებლად

ეს ერთ-ერთი საუკეთესო  რეცეპტია თმის  ზრდის  დასაჩქარებლად  და ძირების გასამაგრებლად
რა სიახლეც არ უნდა შემოგვთავაზოს თანამედროვე კოსმეტოლოგიამ, ნატურალურ პროდუქტებსა და საოჯახო რეცეპტებზე დაფუძნებულ შინაურ კოსმეტიკას ვერაფერი შეედრება. მისი ერთადერთი ნაკლი შრომატევადობაა, თუმცა არსებობს მარტივი და სწრაფი საშუალებებიც, რომელთა დახმარებით სილამაზეს მაცივრიდან გამოღებული ჩვეულებრივი პროდუქტებითაც კი შევინარჩუნებთ. აი თუნდაც თმის ცვენის საწინააღმდეგო ნაყენის რეცეპტი:

  1. რეცეპტი
    ინგრედიენტები:
    • 100 გრ ჭინჭარი
    • 100 გრ ძმარი

    მომზადების და გამოყენების წესი:
    აიღეთ ჭინჭრის ხმელი ფოთოლი, დაასხით ნახევარი ლიტრი წყალი და ამდენივე ძმარი. ხარშეთ 30 წუთის განმავლობაში ნელ ცეცხლზე. გადმოდგით, გააცივეთ და გადაწურეთ. ამ ნახარშით (უსაპნოდ) ყოველდღე იბანეთ თავი. უკეთესი ეფექტის მისაღწევად რეკომენდებულია, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე დღეში 4 -ჯერ დალიოთ ნახევარი ჩაის ჭიქა ჭინჭრის ფოთლებისა და ფესვების ნახარში: 1 სუფრის კოვზ ჭინჭრის ფოთოლსა და ფესვს დაასხით 2 ჩაის ჭიქა წყალი და ადუღეთ ნელ ცეცხლზე 10 წუთის განმავლობაში. გააცივეთ და გადაწურეთ.

  2. რეცეპტი

ინგრედიენტები:
  • ხახვის წვენი
  • ლიმონის წვენი
  • 2 კვერცხის გული
  • 1 ჩ/კ თაფლი
  • 1 ჩ/კ კაკაო
  • მწიკვი ინა

მომზადების და გამოყენების წესი:
აურიეთ ერთმანეთში ხახვისა და ლიმონის წვენი, 2 კვერცხის გული, 1 ჩაის კოვზი თაფლი, 1 ჩაის კოვზი კაკაო და მწიკვი მოდუღებული ინა. ეს ერთ -ერთი საუკეთესო რეცეპტია თმის ზრდის დასაჩქარებლად და ძირების გასამაგრებლად. ვისაც ღია ფერის თმა აქვს, ჯობს კაკაო რეცეპტიდან ამოიღოს, ხოლო ინის ნაცვლად გვირილა გამოიყენოს. ლიმონის წვენი უკვალოდ აქრობს ხახვის სუნს.
სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი