მარწყვი საოცარი მკურნალია. ის ჩემთვის და ჩემნაირებისთვის ნამდვილი განძია!

მარწყვი საოცარი მკურნალია. ის ჩემთვის და ჩემნაირებისთვის ნამდვილი განძია!
პენსიაზე ახლახან გავედი. მანამდე მთელი ცხოვრება სკოლაში ვმუშაობდი, ქართულ ენასა და ლიტერატურას ვასწავლიდი. როცა ასეთი დაძაბული სამუშაო გაქვს, ძნელია, ჯანმრთელობა შეინარჩუნო. მგონია, ვისაც კი მასწავლებლად უმუშვია, ყველა გულსა და ნერვებს უჩივის. ყოველ შემთხვევაში, მე ნერვები საშინელ დღეში მქონდა, ყველაფერი მაღიზიანებდა, დროდადრო გულიც მახსენებდა თავს, ხელებზე კი ყოველ გაზაფხულზე ეგზემა მიჩნდებოდა. ერთი სიტყვით, სადარდებელი არ მაკლდა.

ერთ ზაფხულს ჩემმა ქალიშვილმა 18 წლის შვილიშვილთან ერთად სოფელში გამიშვა დასასვენებლად. იმ წელიწადს მაწყვის შესანიშნავი მოსავალი მოვიდა. ჩვენს ვჭამეთ, ახლობლებსაც მოვუკითხეთ და სამურაბედაც ბლომად დაგვრჩა.
დროდადრო მარწყვის, მარწყვისა და კვერცხის, მარწყვისა და არაჟნის ნიღბებს ვიკეთებდით.
მარწყვი საოცარი მკურნალია. ის ჩემთვის და ჩემნაირებისთვის ნამდვილი განძია!
მეც და ჩემმა შვილიშვილმაც საკმაოდ დავიკელით წონა და ენერგიითა და ხალისით ავივსეთ. როდესაც ჩემი ქალიშვილი და სიძე ჩემს მოსანახულებლად ჩამოვიდნენ, გაოცებული დარჩნენ. ეს კიდევ არაფერი - ერთი თვის შემდეგ შევამჩნიე, რომ ამ ყველაფრის მიზეზი მარწყვი იყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც მის შესახებ ზოგი რამ წავიკითხე, მივხვდი, რომ ის ჩემთვის და ჩემნაირებისთვის ნამდვილი განძია, ეს მთელი აფთიაქია - გულსაც უხდება, სისხლძარღვებსაც, უძილობასაც და, თქვენ წარმოიდგინეთ, ბრონქიტისა და ანგინის არჩვეულებრივი წამალიც არის.
მას შემდეგ ყოველ წელიწად იმდენი მარწყვი მომყავს, რომ მთელი ზაფხული მივირთვათ და მთელი წლის სამყოფი ჯანმრთელობა "მოვიმარაგოთ".
სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი