ბედნიერმა დედამ ინტერნეტით გააზიარა თავისი ფოტო ჩვილთან ერთად. მან არ იცოდა, რა საშინელება ელოდა წინ...

ბედნიერმა დედამ ინტერნეტით გააზიარა თავისი ფოტო ჩვილთან ერთად. მან არ იცოდა, რა საშინელება ელოდა წინ...
დესთინი მანტია თავის მომავალ მეუღლეს შეხვდა, როდესაც იგი იყო 15 წლის, ხოლო ბიჭი - 16-ის. გაცნობიდან რამდენიმე დღეში ისინი მიხვდნენ, რომ ერთმანეთისთვის იყვნენ გაჩენილები. სამი წლის შემდეგ დესთინი ცოლად გაყვა კორის. მალევე გაირკვა, რომ იგი ორსულად იყო.

დათქმულ დროს ქვეყანას მოევლინა პატარა პარკერ ლი. მეუღლეები აღმერთებდნენ ბავშვს და ხარობდნენ ერთად გატარებული ყოველი დღით. 21 წლის დესთინი ვერც კი წარმოიდგენდა, რომ მალე მისი ცხოვრება ჯოჯოთად იქცეოდა.



ორსულობა გართულებების გარეშე მიმდინარეობდა. წყვილი სულმოუთქმელად ელოდა ბავშვის დაბადებას.



ის დღე, როდესაც გოგონას ჩვეულ ცხოვრებას ბოლო მოეღო, არანაირ უბედურებას არ მოასწავებდა. მეუღლე დესთინის საქმეებზე დაატარებდა, ხოლო 15 თვის ბავშვი მშვიდად იჯდა საბავშვო სავარძელში.



ახალგაზრდა დედას მხოლოდ შემზარავი დარტყმისა და გრუხუნის ხმა ახსოვს. გონს უკვე საავადმყოფოში მოვიდა. ექიმებმა მას საშინელი ამბავი ამცნეს. როგორც აღმოჩნდა, მათ მანქანას სრული სისწრაფით შეეჯახა სხვა მანქანა.



პარკერ ლი ადგილზე გარდაიცვალა. ექიმებმა კორის სიცოცხლისთვის 24 საათი იბრძოლეს, მაგრამ მამაკაცი გონს მოუსვლელად გარდაიცვალა. ბედნიერი დედა და მეუღლე ერთ წამში უნუგეშო ქვრივად იქცა.



მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ავარიაში დამნაშავე გახლდათ ქალბატონი, რომელიც მეგობრის ქორწილიდან მოდიოდა და ნასვამ მდგომარეობაში მართავდა საჭეს. მან არა მარტო საკუთარი თავი გაიუბედურა, არამედ მანტიების მთელი ოჯახიც.



ამ საშინელი ავტოკატასტროფიდან ერთი წლის თავზე დესთინიმ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა მიმართვა. მან მოუწოდა ყველას, არავითარ შემთხვევაში არ დასხდნენ საჭესთან ნასვამ მდგომარეობაში.



"იმ ეგოისტის მოქმედებამ, რომელსაც ეგონა, რომ მშვიდად შეძლებდა ნასვამი მანქანის მართვას, შეიწირა ჩემი 15 წლის შვილისა და მეუღლის სიცოცხლე. იმ დღეს ჩემი ცხოვრება ნაკუწებად იქცა. ვინმეს რომ შეეჩერებინა ის ქალი, ახლა ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა.

ნუ მიცემთ ნასვამ ახლობლებს მანქანის მართვის უფლებას!" - ამ სიტყვებმა ერთ დღეში მთელი მსოფლიო შეძრა. ძნელი წარმოსადგენია ამაზე უფრო დამაჯერებელი მტკიცებულება იმისა, რომ ამგვარი საქციელი დანაშაულია. დაუმორჩილებელი მძღოლების ქმედებები აუბედურებს ოჯახებს, კლავს და აინვალიდებს უდანაშაულო ადამიანებს.