საოცარი მცენარე, რომელიც კანის გაახალგაზრდავებაში დაგეხმარებათ
ბოლო ხანს მედიცინით დავინტერესდი და ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა შევიტყვე, რომ ღვია სხვა სამკურნალო თვისებებთან ერთად კოსმეტიკური ეფექტიც ჰქონდა.
- ღვიის გირჩის ნახარში: 1 ცალ ხმელ, დაქუცმაცებულ გირჩას დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი, 5 წუთი თავდახურული ჭურჭლით ადუღეთ ნელ ცეცხლზე, ნახევარი საათით დააყენეთ და გადაწურეთ. 40 მლ ნახარშს შეურიეთ 1 სადილის კოვზი სახამებელი მიღებული მასა 20 წუთით დაიდეთ სახესა და ყელზე, შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
ეს პროცედურა კანზე მატონიზებელ, მკვებავ დ ანტიმიკრობულ მოქმედებას ახდენს. - გამონაყარის, თმის ცვენისა და ქერტლის დროს კარგია ღვიის გირჩის ლოსიონი, რომელიც ასე უნდა მოამზადოთ: 4 სადილის კოვზ დაფქულ (ყავის საფქვავში ) ღვიის გირჩს სადილის კოვზი გლიცერინი და 100 მლ 70% - იანი სპირტი. ამ ლოსიონით უნდა გაიწმინდოთ კანი დღეში 1 -2-ჯერ 3 -4 კვირის განმავლობაში.
- ალერგიული გამონაყარის დროს კი შესანიშნავია ღვიის აბაზანები: აიღეთ ღვიის ტოტები, დააქუცმაცეთ, 200 - 300 გრამს დაასხით 10 ლ ცივი წყალი, 2 საათის განმავლობაში დააყენეთ, შემდეგ 20 წუთი ადუღეთ დაბალ ცეცხლზე, გაწურეთ და აბაზანაში (36 - 37 გრადუსი ) ჩაასხით.
აბაზანა უმჯობესია ძილის წინ მიიღოთ. მკურნალობის კურსი დაახლოებით 10 -12 პროცედურას მოიცავს, რომლებიც დღეგამოშვებით უნდა ჩაიტაროთ.