კვების აიურვედული საიდუმლოები: საჭმელი ორმაგად გემრიელია, ხოლო სხეული 100-ჯერ უფრო ჯანმრთელი!

კვების აიურვედული საიდუმლოები: საჭმელი ორმაგად გემრიელია, ხოლო სხეული 100-ჯერ უფრო ჯანმრთელი!
კვებაზე ნამდვილად არ შეიძლება ეკონომიის გაკეთება. საკუთარ და ოჯახის ჯანმრთელობაზე ზრუნვა ხომ სამომავლო სააქმეა. სასარგებლო და ხარისხიანი პროდუქტის მომზადებისთვის, ფინანსებთან ერთად, საჭიროა საკმარისი ენერგიის ხარჯვაც.

სწორედ ამ პრინციპზეა აგებული კვების აიურვედული მეთოდი. სასარგებლო საკვები - ახლადმომზადებული, წვნიანი, თბილი, არომატული, სუნელებით შენელებული - ამარაგებს სხეულს ენერგიით და ხსნის გონებას.

ინდური სამზარეულოს ახლოდან გაცნობა შთამაგონა ჩემმა მეგობარმა, რომელიც გოადან ბედნიერი და განახლებული დაბრუნდა. იგი ძლიერ აქებდა იქაურ წარმოუდგენლად გემრიელ საკვებს. იმედია ეს რეკომენდაციები თქვენც დაგეხმარებათ, გახადოთ თქვენი სამზარეულო მეტად მრავალფეროვანი, გემრიელი და 100-ჯერ უფრო სასარგებლო.



კვება აიურვედას მიხედვით

ჯანმრთელობისთვის სასარგებლო კულინარიული ხრიკები

  1. საუკეთესო საკვები არის ის, რომელიც 3 საათზე დიდი ხნის წინ არ მომზადებულა და არ შეცხელებულა მეორედ. რა თქმა უნდა, ძნელია მუდამ ახალი კერძებით ვიკვებოთ, მაგრამ ამისკენ უნდა ვისწრაფვოდეთ. აიურვედას მიხედვით, სწორედ ეს არის ჯანმრთელობის გასაღები.

    თუკი გამუდმებით მივიღებთ მაცივარში ნადებ საჭმელს, ჯანმრთელობის პრობლემებსაც ვერ ავირიდებთ. დაშლის პროცესები, რომლებიც ამ პროდუქტებში მიმდინარეობს, შეიძლება იყოს უხილავი. მაგრამ, ხელმეორედ გაცხელებისას საკვებიდან გამოიყოფა ჯანმრთელობისთვის მავნე ტოქსინები.

  2. კერძების განახლებაში და ასევე ორგანიზმის მიერ მათი შეთვისების უნარის გაძლიერებაში ჩვენ დაგვეხმარება ლიმნის წვენი. მოასხით ნებისმიერ საკვებს მირთმევამდე. იგი გაცილებით გემრიელი, არომატული და სასარგებლო გახდება.



  3. კარგი იქნება, თუ ბოსტნეულს და მწვანილს ჩავალბობთ კურკუმას მსუბუქ ხსნარში, საკვების მომზადებამდე 30 წუთით ადრე. 2 ლ წყალზე 1 ჩ/კ კურკუმა საკმარისია.

    რისთვის ვაკეთებთ ამას? ამგვარი ჩალბობა ბოსტნეულს მოაშორებს ქიმიკატებს, ნიტრატებს და გაასუფთავებს მავნე მიკროორგანიზმებისგან. ეს ყველაფერი კურკუმას ანტისეპტიკური თვისებების დამსახურებაა. ამ ეშმაკური ტრიუკის წყალობით ზოგიერთი ბოსტნეული ბოლომდე გამოუშვებს თავის არომატს (მაგ. ყვავილოვანი კომბოსტო და ბროკოლი).



  4. თუ კერძის მოსამზადებლად გჭირდებათ ახალი პომიდორი, მაგრამ არ გაქვთ, იგი თავისუფლად შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ცოტაოდენი ლიმნის წვენით, ან 2 კოვზი სუფთა იოგურტით.

  5. ნებისმიერი პომიდვრიანი კერძი საჭიროებს ცოტაოდენი შაქრის დამატებას. იგი ხაზს გაუსვამს პომიდვრის გემოს და დაეხმარება ორგანიზმს მათ გადამუშავებაში.



  6. მარილიან საკვებშიც კი რეკომენდებულია ცოტაოდენი შაქრის დამატება. სიტკბო გამოკვეთს ნებიმიერი პროდუქტის, სუნელის გემოს.

  7. ყველანაირი მარცვალი უნდა მოვხალოთ მომზადებამდე. კერძების გემო უფრო მრავალფეროვანი იქნება. ამასთან მოხალული მარცვლეულის ფაფები უფრო კარგად შეიწოვება ორგანიზმში.

  8. იმისათვის, რომ ნებისმიერ კერძს მივაღებინოთ განსაკუთრებული გემო და არომატი, უნდა დავასრულოთ მისი მომზადება ეშმაკური ხერხით.

    ტაფაზე შეაცხელეთ ზეითუნის ზეთი ან ერბო, დაყარეთ ზედ მდოგვის, კუმინის (შავი ძირა) თესლები და ამ კერძის შესაფერისი სუნელები. ასევე გამოგადგებათ კარის ფოთლები.

    მოხრაკეთ სანელებლები 1 წუთის განმავლობაში, შემდეგ გადმოღვარეთ ცხიმი და შეანელეთ კერძი. თქვენ ჩვეულებრივ ზეთზე 1000-ჯერ არომატულ ცხიმს მიიღებთ.



  9. თიხის ჭურჭელი ნებისმიერ საკვებს საოცარ გემოს მისცემს. იმისათვის, რომ თიხის გემო არ დარჩეს საკვებს, ჯერ თავიდან აადუღეთ მასში ბრინჯიანი წყალი.

  10. დილის საკვები უპირატესად ტკბილი უნდა იყოს, ხოლო საღამოსი - ნეიტრალური (მაგალითად ზღვის პროდუქტი, ან ბოსტნეული). შუადღის საკვები უნდა შეიცავდეს ყველა ძირითად არომატს: მწარე, მარილიანი, მჟავე. ამგვარი სქემა მიიჩნევა ყველაზე სასარგებლოდ ჯანმრთელობისთვის.



  11. აიურვედას კვების სტილი ორმაგად სასარგებლოა ქალებისთვის: იგი შეგინარჩუნებთ წონას, არ დაგაბერებთ დროზე ადრე, სახის კანიც გექნებათ კარგ მდგომარეობაში.

    მზის ჩასვლის შემდეგ ნუ მიიღებთ მძიმე საკვებს. საჭმლის მომნელებელი სისტემა ამ დროს ნახევარი დატვირთვით მუშაობს, მას სურს დასვენება ისევე, როგორც მთლიანად გარემოს. ამიტომაც საღამოს მიღებული ყველა საკვები ვნებს ჯანმრთელობას.

  12. ხილი უმჯობესია მიიღოთ საკვებისგან დამოუკიდებლად (ჭამამდე 30 წუთით ადრე, ან ჭამდან რამდენიმე საათის შემდეგ). არ შეიძლება მათი კომბინაცია რძის პროდუქტებთან. მაგალითან რძანი კოქტეილი (ბანანი+რძე) აიურვედას მიხედვით მიიჩნევა შხამად და მისი ხშირი მიღება შეიძლება კანის დაავადებების მიზეზიც გახდეს.



    არაჯანსაღი პროდუქციის მიღების დროს თქვენ ვერ იგრძნობთ მის ნეგატიურ ზემოქმედებას. მაგრამ ამგვარ კვებას ახასიათებს
    კუმულატიური (დაგროვებითი) ეფექტი: 10 წლის შემდეგ შეიძლება სერიოზული დაავადებების მატარებელი იყოთ. იმისათვის, რომ ეს თავიდან აიცილოთ, უნდა იკვებოთ ჯანსაღი და გემრიელი საკვებით - აი, ეს არის აიურვედას კანონი!