მიირთვით ეს წყალი საუზმობამდე 30 წუთით ადრე, რათა აიხდინოთ თქვენი სანუკვარი ოცნება

მიირთვით ეს წყალი საუზმობამდე 30 წუთით ადრე, რათა აიხდინოთ თქვენი სანუკვარი ოცნება
ადამიანების უმრავლესობამ უკვე იცის, თუ რამდენად მნიშვნელოვანი და სასარგებლოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის დილით, უზმოზე წყლის მიღება. თუ თქვენ ოთახის ტემპერატურის წყალში ლიმონის წვენს ჩაამატებთ, მიიღებთ სამკურნალო ელექსირს, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების საწინდარია. გამოწურეთ წვენი ნახევარი ლიმონისგან, ჩაამატეთ ის 1 ჩაის ჭიქა წყალში, კარგად მოურიეთ და მიირთვით. 30 წუთის შემდეგ ისაუზმეთ ჩვეულებისამებრ.

რა გავლენა აქვს ამ სასმელს ჩვენს ორგანიზმზე?


რატომ უნდა მივირთვათ ლიმონიანი წყალი ყოველდღიურად?
  1. ლიმონი მდიდარია C ვიტამინით, რომელიც ხელს უწყობს კოლაგენის გამომუშავებას, გვეხმარება ნაოჭების წინააღმდეგ ბრძოლაში და იცავს კანს თავისუფალი რადიკალების მავნე ზეგავლენისგან. ლიმონიანი წყლის რეგულარული მოხმარების შედეგად თქვენი კანი რამდენიმე წლით გაახლაგაზრდავდება.

  2. კალიუმი, რომელიც დიდი რაოდენობითაა ლიმონში, ძალზედ მნიშვნელოვანია ნერვული და კუნთოვანი სისტემისთვის, განსაკუთრებით კი გულის გამართული ფუნქციონირებისთვის. სწორედ ამიტომ, ლიმონიანი წყალი არაჩვეულებრივი საშუალებაა გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების პროფილაქტიკისთვის.

  3. ლიმონიანი წალი გვიძლიერებს იმუნურ სისტემას და ხელს უწყობს დაზიანებულ ქსოვილებს აღდგენა-რეგენერაციაში. ეს საუკეთესო საშუალებაა გრიპისა და გაციების წინააღმდეგ საბრძოლველად. გარდა ამისა, ლიმონიანი წყალი გვეხმარება ორგანიზმიდან ჭარბი რაოდენობით ლორწოს გამოდევნაში.

  4. ყოველდღიურად ლიმონიანი წყლის მიღებით თქვენ გაიმჯობესებთ ღვიძლის ფუნქციონირებას და შეძლებთ ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას.

  5. ლიმონი აჩქარებს მეტაბოლიზმს და ბოჭკოების მაღალი შემცველობის ხარჯზე ხანგრძლივი დროით გვანიჭებს სინაყრის განცდას. სწორედ ამიტომ, ლიმონიანი წყალი ხელს გვიწყობს ზედმეტი კილოგრამებისა და ცხიმოვანი ფენების მოშორებაში.

  6. ლიმონმჟავა სტიმულირებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებას. თუ თქვენ ყოველდღიურად ლიმონიან წყალს მიიღებთ, შეძლებთ მსხვილი ნაწლავის პერისტალტიკის გაუმჯობესებას და ორგანიზმი გაცილებით სწრაფად და მარტივად აითვისებს საჭირო საკვებ ნივთიერებებს.

  7. ლიმონი შარდმდენი საშუალებაა, რომელიც ეხმარება თირკმელებს ჭარბი რაოდენობით სითხისა და ტოქსინების გამოდევნაში. ლიმონიანი წყალი არაჩვეულებრივი საშუალებაა თირკმელების დაავადებების პროფილაქტიკისთვის.


ლიმონიანი წყლის მავნე გავლენა

ლიმონმჟავა არბილებს კბილის ემალს. ლიმონიანი წყლის მიღების შემდეგ რეკომენდირებულია პირის ღრუში სპეციალური სავლების გამოვლება. იმისათვის, რომ თავიდან აირიდოთ კბილების დაზიანება, შეგიძლიათ საწრუპის გამოყენება. გარდა ამისა, ეს სასმელი არ არის რეკომენდირებული იმ ადამიანებისთვის, რომლებიც კუჭის მომატებული მჟავიანობისგან ან გულძმარვისგან იტანჯებიან.