ხველების განკურნების ძველი და გამოცდილი რეცეპტი, ეს საშუალება მრავალი თაობის მიერაა შესწავლილი
ხველა თუ გაწუხებთ, იხმარეთ ერთი ეფექტური საშუალება, რასაც ხალხური მედიცინა გვთავაზობს და რაც მრავალი თაობის მიერაა შემოწმებული. ეს ხველის საწინააღმდეგო ყველაზე ეფექტური საშუალებაა. მას არაერთი უპირატესობა აქვს: არ იწვევს კუჭის აშლილობას, რაც ბევრ სხვა საშუალებას ახასიათებს. იგი შეიძლება ვურჩიოთ როგორც მოზრდილებს, ასევე ბავშვებსაც: შედეგიანია იმ შემთხვევაში, როცა სხვა წამალი არ შველის.
დაგჭირდებათ:
მომზადების და გამოყენების წესი:
ნელ ცეცხლზე 10 წთ ხარშეთ ერთი ცალი ლიმონი. იგი დარბილდება და მეტ წვენს გაუშვებს. ლიმონი სუაზე გაჭერით, დაუმატეთ 2 ს/კ გლიცერინი, კარგად აურიეთ და შემდეგ ჭიქა პირამდე შეავსეთ თაფლით. ლიმონის მაგიერ შეიძლება ვაშლის ძმარი გამოიყენოთ.
ხველების საწინააღმდეგო ნარევის მიღების დოზა განისაზღვრება მდგომარეობის მიხედვით. თუ იშვიათი ხველა გაქვთ, მაშინ დალიეთ დღეში 1 ჩ/კ დაღამებამდე და კიდევ ერთი ღამით. თუ ძლიერად გახველებთ, დალიეთ 1 ჩ/კ დილით ადგომისთანავე, კიდევ ერთი სადილობამდე, ერთი სადილის შემდეგ და კიდევ თითო კოვზი საღამომდე ნავახშმევს და ძილის წინ. ხველების შესუსტებასთან ერთად შეამცირეთ მიღების რაოდენობა.
დაგჭირდებათ:
- 1 ლიმონი
- 2 ს/კ გლიცერინი
- თაფლი