როგორ მოვიშოროთ ხველა? ამაში ძველი ხალხური საშუალებები დაგვეხმარება!
ზოგჯერ არც ტემპერატურაა მომატებული, თავსაც არ გრძნობ ურიგოდ, მაგრამ ხველა მთელ ძალ - ღონეს გართმევს და გფიტავს. როგორ მოვიშოროთ ხველა? რომელი ხალხური საშუალებები დაგვეხმარება ამაში?
მშრალი ხველა
მშრალი ხველა უფრო შემაწუხებელია, ვიდრე სველი. ის თითქოს შიგნიდან გიგლეჯს ყელს, ამოხველებას კი ვერ ახერხებ. ამ დროს ასე მოიქეცით: ჩაისუნთქეთ საშუალო სიღრმეზე და მუცლის კუნთების შეკუმშვით რამდენჯერმე წამოახველეთ. ეცადეთ, დაუძაბავად ახველოთ, რომ ბრონქიტი არ გაიღიზიანოთ. დაძაბულობის მოსახსნელად შეგიძლიათ ხველისას ხელისგული მუცელზე მიიჭიროთ.
მშრალი ხველის დროს დღეში 2 - 3 - ჯერ გაიკეთეთ ორთქლის ინჰალაცია: ისუნთქეთ ცხელი ტუტე მინერალური წყლის ორთქლი. საინჰალციო წყალს დაუმატეთ რამდენიმე წვეთი ანისულის და ერთი წვეთი სოჭის ზეთი.
ნახველიანი ხველა
თუ ხველა ნახველიანია, მაგრამ ნახველის ამოღება გიჭირთ, ნახველის გამათხელებელი საშუალებები დაგეხმარებათ.

- აურიეთ ერთმანეთში თანაბარი რაოდენობის ( კოვზის წვერით ) ანისული, დარიჩინი, ბეგქონდარა, დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, გაგრილებამდე დატოვეთ თავდახურული ჭურჭელში და დალიეთ.
- სველი ხველის დროს ეფექტურია ასეთი სასმელიც: 3/4 ჭიქა ცხელ რძეს დაუმატეთ 1/4 ჭიქა ბორჯომი და პატარ - პატარა ყლუპებით დალიეთ. კარგია ამოსახველებელი და ანთების საწინააღმდეგო თვისებების მქონე სამკურნალო მცენარეებიც: ვირისტერფა, მრავალძარღვა, გვირილა, ტუხტის ფესვები, კამა.
ბრონქიტისა და ფილტვების ანთების დროს რაციონი გაამდიდრეთ რძის ნაწარმით - მათში ბევრია კალციუმი, რომელიც ძალიან უხდება სასუნთქი გზების ანთებას და ადვილად ასათვისებელი სპეციფიკური ცხიმი.