დაბრაწული ყვავილოვანი კომბოსტო

დაბრაწული ყვავილოვანი კომბოსტო
fpaparazzi გირჩევთ აუცილებლად სცადოთ ეს გემრიელი და სასარგებლო კერძი.
საჭირო მასალა:
  • ყვავილოვანი კომბოსტო - 350 გრ
  • კვერცხი - 1 ცალი
  • ბეკონი - 80-100 გრ
  • ნაღები - 60 მლ
  • მაგარი ყველი - 60 გრ
  • ნიორი, მარილი, შავი პილპილი - გემოვნებით

მომზადება:
  1. კომბოსტო დაანაწევრეთ, 10-12 წუთით ხარშეთ ორთქლზე.
  2. ბეკონი დაჭერით კუბიკებად და მშრალ ტაფაზე შებრაწეთ.
  3. ერთმანეთში აურიეთ კვერცხი და ნაღები.
  4. დაუმატეთ გახეხილი ყველი, დაჭრილი ნიორი, მარილი, პილპილი და აურიეთ.
  5. გამძლე ფორმებში პროპორციულად ჩაალაგეთ კომბოსტო და შებრაწული ბეკონი.
  6. მოასხით კვერცხის მასა და ფორმები შედგით 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 15 წუთით.

გემრიელად მიირთვით!