ცხიმმწველი კოქტეილი ''100 ჩაჯდომი''. უკვე 1 კვირაში ქამრის დაპატარავება მოგიწევთ

ცხიმმწველი კოქტეილი ''100 ჩაჯდომი''. უკვე 1 კვირაში ქამრის დაპატარავება მოგიწევთ
ცხიმმშთანთქმელი კოქტეილები ნამდვილი ხსნაა იმ ქალებისთვის, ვისაც ავნებთ ფიზიკური დატვირთვები სპორტდარბაზში, ხოლო ჭარბი წონა კი კომპლექსების მთელ გროვას წარმოშობს.

გავეცნოთ 100%-იანი ეფექტიანობის მქონე გახდომის საშუალებებს. ასეთი სასმელები დააჩქარებენ გახდომის პროცესს რეგულარული ვარჯიშების ფონზე. იმათთვის კი, ვისაც გახდომა სურს ფიზიკური დატვირთების გარეშე, ეს სასმელები მათ ვარჯიშის მაგივრობას გაუწევენ.

გასახდომი კოქტეილები:

  1. წრეებად დაჭერით მსხვილი ლიმონი, ცაცხვი და კიტრი. ხელით დაგლიჯეთ ოხრახუშის გროვა, სახეხელაზე დაფქვით 2-3 სმ. ზომის ჯანჯაფილას (კოჭას) ფესვი. ყველა ინგრედიენტი აურიეთ და დაასხით 2 ლ. არაგაზირებული წყალი. ლიმონადი მთელი ღამე ამყოფეთ მაცივარში. არომატული სასმელი უნდა სვათ მომდევნო დღის განმავლობაში, ხოლო საღამოს ახალი პორცია უნდა დაამზადოთ.



  2. ამ სასმელის დასამზადებლად კი დაგჭირდებათ თერმომდგრადი ჭურჭელი - თერმოსი ან ჭიქა. შიგ მოათავსეთ 2 სუფრის კოვზი ჯანჯაფილას (კოჭას) ფესვი, დაასხით ერთი ლიმონიდან ამოწურული სითხე, დაამატეთ პიტნის ფოთოლი და ნებისმიერი არომატული სურნელი (მაგალითად, დარიჩინი, ვანილი, ილი). დაასხით პროდუქტებს თბილი წყალი, დააფარეთ სახურავი და 15-20 წუთი ამყოფეთ დასაყენებლად. სასმელის მიღება შეიძლება თბილ ან ცივ მდგომარეობაში დღე-ღამეში არაუმეტეს 2 ჯერ.



  3. ლიმონ-თაფლის სასმელს ხშირად ამზადებენ განსატვირთი დღეების ჩასატარებლად და წონის საგანგებოდ სწრაფი კლების მიზნით. აუცილებელია ოთახის ტემპერატურის 1,5 ლ. სუფთა წყლის, 6-7 ლიმონის წვენისა და 50 გ. თაფლის აღრევა. სმის დიეტის ფარგლებში, 1-2 დღის განმავლობაში, ლიმონის სასმელით ანაცვლებენ საკვების ყოველ მიღებას. კვების ჩვეულებრივი რაციონის მიდევნებისას კი წონის დაკლების უზრუნველსაყოფად ამ კოქტეილს სვავენ დღეში ერთხელ.



  4. ბლენდერის დახმარებით აურიეთ კივი, ლიმონის 2 წილაკი, პიტნისა და ოხრახუშის თითო-თითო ღერო, 1 სუფრის კოვზი თაფლი. ეს ნარევი ჭიქაში გააზავეთ თბილ წყალში. მიიღეთ კოქტეილი დილით და საღამოს - თითოჯერ 150 მლ. ჭამის შემდეგ ერთ საათის გასვლისას. კივი აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას, აგრეთვე ცხიმების დაშლას. მისი კალორიულობა შეადგენს 40-60 კკალ 100 გ-ზე, რაც არც არის გასაკვირი: თითქმის 80 პროცენტით კივი წყლისგან შედგება. ყველა ამ მახასიათებლების გათვალისწინებით გასაგებია, თუ რატომ არის კივი გახდომის 100%-იანი საშუალება.



ცხიმმშთანთქმელი სასმელების ეფექტიანობა ძლიერდება ჯანსაღი კვებით და თუნდაც დილის მინიმალური ვარჯიშით. კოქტეილების მიღების გზაზე ერთადერთ დაბრკოლებას წარმოადგენს ალერგია რომელიმე ინგრედიენტის მიმართ ან სხვა სამედიცინო წინააღმდეგი ჩვენება!




გაუზიარეთ ეს ინფორმაცია სხვებს!