წონის დაკლების წარუმატებელი მცდელობების შემდეგ ამ 2 დეტოქს-სასმელს მივაგენი!

წონის დაკლების წარუმატებელი მცდელობების შემდეგ ამ 2 დეტოქს-სასმელს მივაგენი!
დეტოქს-სასმელები არამხოლოდ ძალიან გემრიელი, არამედ სასარგებლოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის! დაიწყეთ დღე ხილის ცივი წყლით და მიიღეთ საჭირო ენერგია მთელი დღისთვის...

როგორ გავიწმინდოთ ორგანიზმი ტოქსინებისგან

ეს 2 სასმელი, რომელსაც დღეს ''Fpaparazzi''_ის რედაქცია შემოგთავაზებთ, დაგეხმარებათ ზედმეტი წონის მოშორებაში, გაგიწმენდთ მთელ ორგანიზმს და გაუმკლავდება სტრესს. მათი მომზადება არც ისე რთულია: ყველაფერი, რაც დაგჭირდებათ - ცივი წყალი და მცირეოდენი ახალი ხილი.

დეტოქს-სასმელი ლიმონით

ინგრედიენტები:
  • 100 გ კიტრი;
  • 1/2 ლიმონი;
  • 1/4 ფორთოხალი;
  • 700 მლ ცივი წყალი;
  • ერთი მუჭა პიტნის ფოთლები;

დაჭერით თითოეული ინგრედიენტი წვრილად და დაასხით მათ ცივი წყალი. დააყოვნეთ მიღებული სასმელი მაცივარში 1 საათით. მიირთვით ის დღის განმავლობაში მცირე ულუფებით (არ დაგავიწყდეთ ყოველდღიურად სუფთა სასმელი წყლის აუცილებელი დოზის მიღება). გახდომის ეს კურსი უნდა გაგრძელდეს 21 დღეს. ამ დროის განმავლობაში თქვენ შეძლებთ ჭარბი წონის მოშორებას და ორგანიზმის მთლიანად გაწმენდას. მეტი ეფექტურობისთვის, ჩაანაცვლეთ ამ სასმლით საუზმე, სადილი ან ვახშამი.

დეტოქს-სასმელი მარწყვით

ინგრედიენტები:

  • 1 ლ ცივი წყალი;
  • 1 ლიმონი;
  • 100 გ მარწყვი;
  • 1/2 ვაშლი;
  • ერთი მუჭა პიტნის ფოთლები;
  • 1/4 ს.კ დარიჩინი;

დაჭერით თითოეული ინგრედიენტი და დაასხით მათ ცივი წყალი. დააყოვნეთ მიღებული სასმელი მაცივარში 1 საათით. მიიღეთ ის იგივე პრინციპით, როგორც წინა სასმელი.

ხილის ეს წყლები არა მხოლოდ გიხსნით ზაფხულის ცხელ დღეს, არამედ დაგეხმარებათ ზედმეტი წონისგან გათავისუფლებაში. იზრუნეთ საკუთარ თავზე და არ დაგავიწყდეთ ამ 2 რეცეპტის მეგობრებისთვის გაზიარება!