გააკეთეთ საოცარი ვარსკვლავი საკუთარი ხელებით! ზღაპრული სამკაული ნაძვის ხისთვის.

გააკეთეთ საოცარი ვარსკვლავი საკუთარი ხელებით! ზღაპრული სამკაული ნაძვის ხისთვის.
ახალი წელი სულ უფრო ახლოვდება. დროა, სერიოზულად დავფიქრდეთ სახლში სადღესასწაულო ატმოსფეროს შექმნაზე. მაღაზიები გვთავაზობს უამრავ საახალწლო დეკორაციას. მაგრამ რა არის იმაზე უფრო სახალისო, ვიდრე საოცარი ნივთების საკუთარი ხელებით შექმნა?

"fpaparazzi"-ს რედაქცია გიზიარებთ, თუ როგორ უნდა გააკეთოთ საკუთარი ხელებით ულამაზესი ვარსკვლავი ნაძვის ხისთვის. ეს ნაკეთობა შეიძლება გამოგადგეთ ასევე კარების მოსართავად.



ნაძვის ხის ვარსკვლავი

თქვენ დაგჭირდებათ

  • 30x30 სმ ოქროსფერი ან ვერცხლისფერი მუყაოს 2 ფირფიტა
  • სილიკონის წებო
  • მაკრატელი ან საკანცელარიო დანა
  • ბრჭყვიალები


მუშაობის მსვლელობა

  1. თუ მუყაოს ფირფიტა ოქროსფერია მხოლოდ ერთი მხრიდან, საჭიროა, ორი ფირფიტა მიაწებოთ ერთმანეთს. თუ მბრწყინავი მუყაო არ გაქვთ, მაშინ შეგიძლიათ გააკეთოთ თქვენი ხელით: მკვრივ ქაღალდს ორივე მხრიდან თხლად წაუსვით წებო და მოაყარეთ ბრჭყვიალები.

    დაჭერით მუყაო ერთნაირ, 1,5 სმ სისქის 20 ცალ ზოლად.




  2. აიღეთ 2 ზოლი და დაალაგეთ ერთმანეთზე ჯვარედინად, თანაბრად, 90 გრადუსიანი კუთხით, როგორც ნაჩვენებია ფოტოზე.




  3. გვერდებზე კიდევ დაამატეთ ზოლები. გადახლართეთ ვერტიკალური ზოლები ჰორიზონტალურთან ისე, როგორც სურათზეა ნაჩვენები. კონსტრუქცია დაამაგრთ წებოს საშუალებით. ჯამში რიგში 10 ზოლი უნდა იყოს.



  4. ასეთივე მეთოდით დაამატეთ ზოლები ზემოდან და ქვემოდან. არ დაგავიწყდეთ, დააფიქსიროთ წებოთი.



  5. მოაბრუნეთ პირები ისე, რომ მისი გული რომბს ქმნიდეს. დააწებეთ ერთმანეთზე ქვედა ორი ზოლი, რომ მიიღოთ მარყუჟი.



  6. ამგვარად შეაერთეთ 4 ზოლი ყველა კუთხიდან. უნდა მიიღოთ 2 მარყუჟი თითოეულ კუთხეში.



  7. გააკეთეთ კიდევვ ერთი იდენტური ფიგურა.



  8. შეაწებეთ ერთმანეთს ორივე ნაწილი, რომ მიიღოთ ვარსკვლავი.



  9. ზოლები, რომლებიც უმოქმედოდ დარჩა, გაუყარეთ ვარსკვლავის სათითაო ქიმს. დაამაგრეთ წებოთი.



  10. შედეგად ასეთ მშვენიერ ვარსკვლავს მიიღებთ. ის შეგიძლიათ დამატებით გაალამაზოთ, ან ჩაამაგროთ შიგნით გირლიანდა იმისთვის, რომ მან ნამდვილად გაანათოს.




თქვენ ისღა დაგრჩათ, მორთოთ ნაძვის ხე ამ ვარსკვლავით. შეგიძლიათ გააკეთოთ რამდენიმე ასეთი სათამაშო და ჩამოკიდოთ ჭერზე.



გისურვებთ შთაგონებასა და ზღაპრულ დღესასწაულებს! გაგვიზიარეთ, როგორ რთავთ თქვენს სახლს საახალწლოდ.