გსურთ მოიზიდოთ წარმატება 2017 წელს? მორთეთ თქვენი ნაძვის ხე ასე...

გსურთ მოიზიდოთ წარმატება 2017 წელს? მორთეთ თქვენი ნაძვის ხე ასე...
ახალ წლამდე სულ რამდენიმე დღე დარჩა. ახლა სწორედ ის დროა, როდესაც ნაძვის ხის მორთვას უნდა შეუდგეთ. 2017 წელს წითელ მაიმუნს წითელი მამალი ჩაანაცვლებს.



როგორ მოვრთოთ საახალწლო ნაძვის ხე ახალი 2017 წლის შესახვედრად
  1. ნაძვის ხე აუცილებლად უნდა იდგეს ოთახის ცენტრში.



  2. 2017 წლის ყველაზე პოპულარული ფერებია: წითელი, ყვითელი, ოქროსფერი და ნარინჯისფერი. წითელი ფერის შერწყმა ოქროსფერთან - სიმდიდრისა და ფუფუნების, ჰარმონიისა და სრულფასოვნების სიმბოლო. სწორედ ამ ფერთა გამის გამოყენებაა რკომენდირებული ნაძვის ხის მოსართავად ახალი 2017 წლისთვის, რადგან ეს წელი წითელ, ცეცხლოვან მამალს ეკუთვნის.



  3. აუცილებელია ნაძვის ხის ტოტებზე დეკორაციული ფულის ჩამოკიდება. ასე თქვენ შეძლებთ სიმდიდრის მოხვეჭას და მომავალი წელი თქვენთვის წარმატებული იქნება.



  4. თუ გსურთ ახალი 2017 წელი თქვენთვის ბედნიერების მომტანი იყოს, მოათავსეთ საახალწლო ნაძვის ხის ქვეშ ხორბლის პატარა კონა. ასევე შეკერეთ წითელი ტომარა საკუთარი ხელით, გაავსეთ ის ხორბლის მარცვლებით და დადეთ ნაძვის ხის ძირში.



  5. თუ თქვენ მინიმალიზმის მოყვარული ხართ, ახალი 2017 წლისთვის გარკვეულ დათმობებზე მოგიწევთ წასვლა. იმისათვის, რომ ახალი წელი ყოველივე საუკეთესოს მომტანი იყოს თქვენი და თქვენი ოჯახისთვის, მორთეთ საახალწლო ნაძვის ხე მაქსიმალურად ღია და კაშკაშა ფერებით.



  6. ამ წელს ნაძვის ხის კენწეროს მორთვა ვარსკვლავის ნაცვლად, წითელი, ცეცხლოვანი მამლის ფიგურითაა რეკომენდირებული. ასე ახალი 2017 წელი თქვენთვის მაქსიმალურად წარმატებული და იღბლიანი იქნება.

    გარდა ამისა, ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა მატერიალს, რომლისგანაც მამლის ფიგურაა დამზადებული. ხრუსტალის ან ფაიფურის მამალი - საშუალება უარყოფითი ენერგიისა და ემოციების ტრანსფორმაციისთვის დადებით, პოზიტიურ ენერგიად. მეტალის ფიგურა - სიმდიდრისა და ერთგულების სიმბოლო. ხის ფიგურა - სიმშვიდისა და ჰარმონიულობის სიმბოლო.



აუცილებლად გაითვალისწინეთ ეს რეკომენდაციები და მორთეთ თქვენი ნაძვის ხე ჩვენ მიერ მოცემული მითითებების მიხედვით, რათა ახალი 2017 წელი თქვენთვის ბედნიერების, წარმატების, სითბოსა და სიყვარულის მომტანი იყოს!