ქრისტესისხლასა და რძის ბურახი შეკრულობისგან გიხსნით

ქრისტესისხლასა  და რძის  ბურახი  შეკრულობისგან გიხსნით
ხშირად მაწუხებდა შეკრულობა. კოლიტიაო, მითხრეს ექიმებმა, თანაც ნაწლავებში რაღაც ბაქტერიები გაკლიაო. დამინიშნეს წამლები - არ მიშველა, თუმცა, უნდა ვაღიარო, ჩემი ბრალიც არის, რადგან ბოლომდე არ შევასრულე ექიმის დარიგება. შეკრულობამ ძალიან რომ შემაწუხა, - დღეში 6 ტაბლეტი სენადეც კი არ მშველოდა, - ისევ მივაკითხე ექიმს. მან ხელახლა დამინიშნა წამლები და თან საოცარი ბურახის მომზადება მასწავლა, შეკრულობაას შველისო. წამლები არ დამილევია, სამაგიეროდ ბურახს გეახლებოდით ხშირ - ხშირად და კუჭ - ნაწლავის პრობლემა გამიქრა.

სიამოვნებით გასწავლით მისი მომზადების წესს:

დაგჭირდებათ:
  • 3 ლ რძის შრატი
  • 1 ჭ შაქარი
  • 1 ჭ ქრისტესისხლა

მომზადების წესი:
3 ლ რძის შრატში შეურიეთ 1 ჭიქა შაქარი, 1 ჭიქა დაჭრილი ქრისტესისხლა (ნედლიც შეიძლება და გამხმარიც) შეახვიეთ დოლბანდში, სიმძიმისთვის მიამაგრეთ მომცრო ტვირთი და ჩაუშვით შრატიან ქილაში. ქილას დააფარეთ მარლა და სიბნელეში დადგით. ორი კვირის შემდეგ ნაყენი გაფილტრეთ (მიიღებთ მომჟავო სასმელს), ჩაასხით ისევ მინის ქილაში, დაახურეთ პოლიეთილენის სახურავი და მაცივარში შედგით.

მიღების წესი:
უნდა სვათ 0,5 - 0,5 ლიტრი დღეში 2 - ჯერ, დილა - საღამოს, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. მკურნალობის კურსი 2 კვირას შეადგენს. შემდეგ 10 დღე უნდა დაისვენოთ და დარჩენილი ნაყენიც იმავე წესით დალიოთ. დილით, გაღვიძებისთანავე, ვიხეხავ კბილებს ზღვის მარილით, ენიდან ჩაის კოვზით ვიშორებ ნადებს, რამდენიმე წუთის განმავლობაში ვწუწნი მცენარეულ ზეთს (კანფეტივით), შემდეგ ვაფურთხებ და პირში თბილ წყალს ვივლებ. ამის შემდეგ ვსვამ ქრისტესისხლას ბურახს, ხოლო ნახევარი საათის შემდეგ ვსაუზმობ. გარდა ამისა, ვჭამ ბევრ ხილსა და ბოსტნეულს, მეტნაწილად - გახეხილს და მცენარეული ზეთით შეზავებულს. წლობით მაწუხებდა შეკრულობა და აირების დაგროვება, ზოგჯერ მეგონა, მუცელი გამისკდებოდა. ახლა ჩემი კუჭ - ნაწლავი საათივით მუშაობს.
სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი