დიდგულა ჩემი ოჯახი მკურნალი და ჩემი მარჯვენა ხელია...
დიდგულა ( ანწლსაც უწოდებენ ) დიდი ხანია ჩემი მარჯვენა ხელია - ის მარტო კი არ კურნავს დაავადებებს, არამედ მათ პროფილაქტიკასაც ეწევა. ამ მცენარეზე თითქმის ყველაფერი ვიცი. წინათ ამ მცენარეს სიცოცხლის გამახანგრძლივებელ საშუალებად მიიჩნევდნენ. მაგრამ არ უნდა აურიოთ ერთმანეთში წითელი და შავი დიდგულა. წითელი შხამიანია, თუმცა ზოგჯერ მასაც იყენებენ სამკურნალოდ. მე შავ დიდგულაზე გესაუბრებით. მას აქვს ანთების საწინააღმდეგო, ამოსახველებელი, სისხლის მიმოქცევის მასტიმულირებელი, ოფლმდენი, შარდმდენი თვისებები. მისი თითქმის ყველა ნაწილი (ყვავილიდან დაწყებული, ნაყოფით დამთავრებული ) გამოსადეგია. ყვავილების ნაყენს მე ხშირად ვიყენებ გრიპისა და გაციების შედეგების სამკურნალოდ. ნაყენს ასე ვამზადებ:
მკურნალობა:
1 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ დიდგულას ყვავილს ვასხამ 1 ჭიქა მდუღარე წყალს, თავზე ვახურავ და ვტოვებ მდუღარე წყლის აბაზანაში 15 წუთით. შემდეგ 45 წუთის განმავლობაში ვაგრილებ, ბოლოს ვფილტრავ.
ზედა სასუნთქი გზების დაავადების დროს უნდა მიიღოთ თბილ - თბილი, ნახევარ - ნახევარი ჭიქა დღეში 2 - 3 - ჯერ. ამ ნაყენით შეიძლება ფილტვის დაავადებების მკურნალობაც. ცივი ნაყენით შეგიძლიათ ჩამოიბანოთ დაღლილი და ანთებითი თვალები - სიწითლე გაქრება. ეს ნაყენი სასარგებლოა გინეკოლოგიური დაავადებების დროსაც.
ქალებს გაგიმხელთ კიდევ ერთ საიდუმლოს: თუ დიდგულას ნაყენით გაიწმენდთ სახეს, გაგიქრებათ არა მარტო ჭორფლი, არამედ მიგმენტური ლაქებიც. ხოლი თუ ნაყენს სპირტზე მოამზადებთ, მუდამ ხელთ გექნებათ არაჩვეულებრივი წამალი გაციებისა და გრიპის სამკურნალოდ.