ეს უებარი საშუალებები ძალიან მალე აქრობს კანის ანთებას.
ზოგიერთ სიცხეში წყალივით სდის ოფლი და ბავშვივით ეწვება კანი: მკერდქვეშ ნაკეცებსა და ზურგზე გამონაყარიც უვითარდება. მე თავად მთელი ზაფხული კანის სიწითლე და ქავილი მტანჯავდა. ერთმა ნაცნობმა მირჩია, გამეკეთებინა დიდგულას ნაყენის აბაზანები, რომელიც ძალიან მალე აქრობს კანის ანთებას.
მკურნალობის წესი ასეთია:
2 ს/კ დიდგულას ყვავილებს დაასხით 1 ჩ/ჭ ცხელი რძე, მიიყვანეთ ადუღებამდე. შემდეგ გადმოდგით და თავდახურული შეაგრილეთ ისეთ ტემპერატურამდე, რომელიც სხეულისთვის სასიამოვნო იქნება. ამ ნაყენში დაასველეთ დოლბანდის ნაჭრები და ნახევარი საათი დაიფინეთ კანის გაღიზიანებულ უბნებზე. შემდეგ შეიმშრალეთ სუფთა, რბილი პირსახოცით ისე, რომ არ ჩამოიბანოთ.
ამავდროულად, შეგიძლიათ სვათ დიდგულას ყვავილების წყლიანი ნაყენი: 1 ჩ/კ ყვავილს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, დადგით 20 წუთი და სვით ჩაივით დღეში 1 - 2 - ჯერ, სამი კვირის განმავლობაში.
საფენები კი მანამ იკეთეთ, ვიდრე კანი არ დაგიმშვიდდებათ.
ექიმის კომენტარი:
დიდგულა ჩვენში გავრცელებულია პატარა ზომის ხე ან ბუჩქია. აქვს მრავალმხრივი სამკურნალო ეფექტი. დიდგულას ყვავილებს აქვს ოფლმდენი, ანთების საწინააღმდეგო, შარდმდენი და მსუბუქი ამოსახველებელი თვისებები. მცენარის ანთების საწინააღმდეგო ეფექტს განაპირობებს მასში შემავალი ცხიმოვანი ნივთიერება, რომელიც საწყის ფაზაზე აფერხებს ანთების განვითარებას და რუტინი, რომელიც ექსუდაციის ფაზაში ავლენს ანთების საწინააღმდეგო ეფექტს.
დიდგულა საოფლე ჯირკვლებზე პირდაპირ ზემოქმედებას არ ახდენს. მისი ნაყენის დიდი რაოდენობით მიღებისას აღინიშნება საფაღარათო ეფექტი და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება.
დიდგულას ფიტოთერაპევტები იყენებენ ოფლმდენ საშუალებად გაცივების, ქრონიკული ბრონქიტის, ბრონქოექტაზების დროს. გრიპისა და ანგინისას მცენარის ნაყენს ყელში ივლებენ. დიდგულას ნაყენის საფენებს იყენებენ კანის დამწვრობის, ჭრილობის, ფურუნკულოზის დროს.
ნაყენი, როგორც შარდმდენი საშუალება, გამოიყენება ღვიძლის ისეთი ფუნქციური დარღვევების დროს, რომელსაც ახლავს შეშუპება.