მე მივიღე ნობელის პრემია იმაში, რომ აღმოვაჩინე მეთოდი, რომელიც დიდი ხნით აფერხების დაბერების პროცესს. აი, რა უნდა გააკეთოთ...
2009 წელს ელიზაბეთ ბლექბერნმა სხვა კოლეგებთან ერთად მიიღო ნობელის პრემია მედიცინის დარგში თემით - ტელომერებისა და ტელომერაზის ზემოქმედება დაბერების პროცესზე, წერს TheGlobeAndMail.
წიგნში "ტელომერების ეფექტი. რევოლუციური მიდგომა უფრო მეტად ახალგაზრდული, ჯანმრთელი და ხანგრძლივი სიცოცხლისთვის"- ელიზაბეთ ბლექბერნი და ელისა ეპელი ამტკიცებენ, რომ სწორედ ტელომერები ზემოქმედებენ დაბერების პროცესზე - მათი საშუალებით შეიძლება სიბერის დაჩქარება, ან შეჩერება.
რას წარმოადგენენ ტელომერები? თუ შევადრით დნმ-ის ჯაჭვს თასმებს, მაშინ ტელომერები - ესაა მათ დაბოლოებებზე არსებული პლასტმასის ბუნიკები.
ბუნიკები თასმებს იცავს ცვეთისგან, ტელომერები კი, ბლექბერნის თქმით, "ქრომოსომების ბოლოებს კეტავს, რითაც შეგნით აკავებს გენეტიკურ ინფორმაციას და იცავს უჯრედს დაბერებისგან."
უჯრედების დაყოფა იწვევს ტელომერების დამოკლებას. საბოლოოდ ისინი მეტად მცირე ზომის ხდებიან. ამიტომაც უჯრედები იწყებენ დაბერებას, ბოლოს კი კვდებიან. შესაბამისად - რაც უფრო გრძელია ტელომერები, მით უკეთესია თვენთვისა და თქვენი უჯრედებისთვის.
ტელომერებს კარგ მდგომარეობას უნარჩუნებს განსაკუთრებული ფერმენტი - ტელომერაზა. მის გარეშე ტელომერები სწრაფად მოკლდებიან. მაგრამ მისი გადამეტებული ოდენობა კი იწვევს კიბოს უჯრედების გამრავლებას. ტელომერაზას მიღება დიეტის დანამატის სახით კატეგორიულად არაა რეკომენდებული.
თუ გსურთ ახალგაზრდობის გახანგრძლივება, თავიდან აიცილოთ ტელომერაზას დაკარგვა და უჯრედების დაბერება, მიყევით ამ მარტივ წესებს:
ნუ ეცდებით ტელომერაზას სიგრძის გამოთვლას ტესტების საშუალებით. ისინი ძვირი და არასაიმედოა. მათ შედეგებს კი შეუძლიათ ზედმეტი შფოთვის პროვოცირება, რაც როგორც ვთქვით, ამოკლებს ტელომერების სიგრძეს.
აბა, დაიწყებთ ნობელის პრემიის ლაურეატის რჩევების გათვალისწინებას? აუცილებლად გაუზიარეთ მეგობრებს ეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია!

- მედიტაცია!
დეპრესია და შფოთვა ფიტავს ტელომერებს, თუმცა მედიტაცია დაგეხმარებათ მათ აღდგენაში.
კვლევებმა აჩვენა, რომ ციგუნის მიმდევარ ადამიანებში, რომელთაც აწუხებდათ ქრონიკული დაღლილობა, მნიშვნელოვნად გაიზარდა ტელომერაზას აქტიურობა. ისინი გათავისფლდნენ დაღლილობისა და შფოთვისგან. - ტელომერებს უყვართ ფიზიკური დატვირთვა.
სირბილი, ან სწრაფი სიარული ორმაგად აძლიერებს ტელომერაზას აქტიურობას. საჭიროა ამით დაკავდეთ კვირაში სამჯერ 45 წუთის განმავლობაში.
კიდევ ერთი ვარჯიში, რომელიც კარგად მოქმედებს ტელომერაზაზე: 10 წუთიანი მოთელვა, მიყოლებით ოთხი 3 წუთიანი სწრაფი და ნელი სირბილი და შემდეგ 10 წუთიანი შესვენება.
ყველაზე ნაკლებად ტელომერებს უყვართ ძალისმიერი ვარჯიშები, რაც არც ისე ეფექტურად მოქმედებს ტელომერაზას აქტიურობაზე.
- მიხედეთ არა წონას, არამედ კვებას.
წონის დაკარგვასა და აკრეფას აქვს დამღუპველი ზემოქმედება ტელომერებზე. განსაკუთრებით საშიშია ზედმეტი ცხიმი მუცელზე (თეძოებისგან განსხვავებით) და დარღვეული ნივთიერებათა ცვლა.
ტელომერების თეორიის ავტორები გვთავაზობენ უარი ვთქვათ შაქარსა და ცომეულზე. პირველ რიგში, ეს ეხება ტკბილ გაზიან სასმელებსა და სწრაფ კვებას. - მიირთვით ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავების შემცველი პროდუქტები.
სწორედ ომეგა 3-ის ცხიმოვანი მჟავები, რაც უხვადაა თევზში, სასარგებლოა ტელომერებისთვის - ისინი ხელს უწყობს მათ დაგრძელებას.
სხვა პროდუქტების სია, რომლებიც დადებითად მოქმედებს ტელომერაზას აქტივობაზე: ბოსტნეული, თხილეული, პარკოსნები, წყალმცენარეები. მოკლე ტელომერები კი ასოცირდება წითელ ხორცთან, თეთრ პურთან, ლიმონათთან, ტკბილ წვენებთან.
- ყავის სიყვარული დადებითად მოქმედებს ტელომერებზე
ეს მართლაც ასეა! ერთ-ერთი კვლევისას დადგინდა, რომ ყავის მოყვარულთა ტელომერები უფრო გრძელია, ვიდრე სხვა სასმელების მოყვარულების. - სექსი სიცოცხლეს ახანგრძლივებს.
სექსი, თუნდაც კვირაში ერთხელ, დადებითად მოქმედებს ტელომერებზე. ერთ-ერთმა კვლევამ დაადგინა, რომ ქალებს, რომლებიც კვირაში ერთხელ მაინც არიან დაკავებულები სექსით, გაცილებით გრძელი ტელომერები აქვთ, ვიდრე მათ, ვისაც არ აქვთ სექსი. - ყველაზე დიდი გავლენა კი ტელომერებზე აქვს გენებს!
და მაინც, ყველაზე მეტად, გენები განსაზღვრავს ტელომერების გამოფიტვის სიჩქარესა და მათ სიგრძეს. ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია ვიმოქმედოთ დაბერების პროცესზე, შეჩერება კი არ ძალგვიძს.
ფრთხილად! მოერიდეთ ტაბლეტებს, საცხებსა და ინექციებს, რომლებიც მათი მწარმოებლების მტკიცებით, სტიმულაციას უწევს ტელომერაზას.
მათი ეფექტურობა არაა დამტკიცებული. უფრო მეტიც, ასეთმა საშუალებებმა შეიძლება ზიანი მიაყენოს თქვენს ჯანმრთელობას. ტელომერაზას დიდმა რაოდენობამ შეიძლება გამოიწვიოს კიბოს გამომწვევი უჯრედების არაკონტროლირებადი ზრდა.