არ დაიჯერებთ, მაგრამ საკუთარი წონის ნორმალიზება შეიძლება ძილში!

არ დაიჯერებთ, მაგრამ საკუთარი წონის ნორმალიზება შეიძლება ძილში!
ახლახან დიეტოლოგები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ გახდომას დრო უნდა დავუთმოთ არა მარტო დღის განმავლობაში, როცა აქტიურები ვართ, არამედ ძილშიც.



გახდომის იოლი წესი:
არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ ცუდი ძილი, სტრესები და მუდმივი დაღლილობა უარყოფითად მოქმედებს ორგანიზმის მუშაობაზე. ქალებში ეს ხშირად ჰორმონების გამომუშავების შეფერხებაში აისახება. აი სწორედ ეს არის ჭარბი წონის ძირითადი მიზეზი. სწორი კვებისა და ფიზიკური დატვირთების გარდა კიდევ საჭიროა რეჟიმის დაცვა. ძილი ამ საქმეში თქვენი მთავარი დამხმარეა.



ძილი გავლენას ახდენს ჰორმონების გამომუშავებაზე, ცხიმის უტილიზაციაზე და მეტაბოლიზმზე. მაგრამ აქ უნდა გავიგოთ, რომ დღე-ღამეში 12 საათი ძილი არ ნიშნავს გახდომას. ძილი უნდა შეესაბამებოდეს თქვენს შინაგან ბიორითმს და ცხოვრების რითმს. რეჟიმი ამ საქმეში ძალზედ მნიშვნელოვანია. ასე რომ ჯერ განვიხილოთ ღამის დასვენების დროს გახდომისათვის საჭირო წესები.

ძილში გახდომის წესები:
1. დაიძინეთ შუაღამის დადგომამდე
თუ ძალიან გვიან დაწვებით, მაშინ ყველა პროცესი ორგანიზმში ირღვევა. საღამოს დაწოლა მაშინ არის საჭირო, როდესაც თავად გრძნობთ, რომ გეძინებათ. ეს არის თქვენი ორგანიზმის სურვილი. მაგრამ ხშირად ჩვენ ტელევიზორს ვუყურებთ ან ინტერნეტში ვიხედებით...შედეგად ძილი შუადღემდეც კი არ მოგვიტანს რაიმე დადებით ეფექტს.

ამბობენ, რომ იმ დღეს უნდა დაწვე, რომელშიც გაიღვიძე. იდეალურია დასაძინებლად წასვლა 23:00 - 23:30 პერიოდში. შემთხვევითი ხომ არ არის ის, რომ ყველა ზღაპარში სწორედ შუაღამეს ხდება პრინცესების საფრთხობელებად გადაქცევა. სწორედ ძილში ხდება მეტაბოლიზმის მოსაწესრიგებელი ჰორმონების გამომუშავება, ხოლო ორგანიზმი მარაგში არსებული ენერგიით საზრდოობს. ასე რომ ჭარბი წონა არ გროვდება.



2. არ დაწვეთ მშიერი
აი ეს გადატრიალებაა! მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ დასაძინებლად წასვლის წინ შემწვარი კართოფილის თეფში უნდა გაათავოთ. ძილის დადგომამდე 1 საათით ადრე უნდა ჭამოთ ის, რაც დადებითად იმოქმედებს მეტაბოლიზმზე. ეს კი ცილოვანი საკვებია: უცხიმო იუგურტი, ხაჭო, ქათამი, თხილი, ყველი, კვერცხი. მაგრამ ძილისწინა პორცია არ უნდა აღემატებოდეს 100 გ-ს.



3. ძილის წინ ფიზიკური დატვირთები
ძილის წინ გააკეთეთ მოსადუნებელი ვარჯიშები. არ შეზღუდვები არ არის. ის შეიძლება იყოს ცურვა, იოგა, სირბილი. გასეირნება, დარბაზში არც თუ რთული გავარჯიშება. მარტივად რომ ვთქვათ, ის უნდა იყოს ის, რაც მოხსნის სტრსული დღის დაძაბულობას. ფიზიკური დატვირთვები ნერვულ სისტემას ამშვიდებს. ვარჯიში რეკომენდირებულია ძილის დადგომამდე 30 წუთით ადრე.



რათქმაუნდა, მნიშვნელოვანია ძილის ხანგძლივობა. ეცადეთ გეძინოთ არანაკლებ 6 საათი, ხოლო იდეალში 8 საათი. უფრო მეტს კვებისა და გახდომის შესახებ შეიტყობთ ამ ვიდეოს მეშვეობით:



შეეცადეთ თქვენი ძილის მოწესრიგება და უცილობლად იხილავთ შედეგს! გაუზიარეთ ეს სასარგებლო ინფორმაცია მეგობრებს!