ასე გემრიელად სკუმბრია არასდროს მომიმზადებია. გაუმასპინძლდით სტუმრებს უგემრიელესი კერძით

ასე გემრიელად სკუმბრია არასდროს მომიმზადებია. გაუმასპინძლდით სტუმრებს უგემრიელესი კერძით
შებოლილი, დამარილებული, შემწვარი და ორთქლზე მომზადებული სკუმბრია არის ძალიან ძვირფასი და მინერალებით და ვიტამინებით გაჯერებული პროდუქტი. თევზის შემადგენლობაში შედის ვიტამინი B12 რომელიც ადნობს ცხიმებს.დღეს გაჩვენებთ როგორ უნდა მოვამზადოთ სკუმბრიის ფილეთი გემრიელი კერძი.

ინგრედიენტები

  • სკუმბრია - 400გრ
  • ხახვი - 1 ცალი
  • სტაფილო - 1ც.
  • ნიორი - 1 კბილი
  • დაფნის ფოთოლი - 2ც
  • დიჟონური მდოგვი - 0,5 ჩაის კოვზი
  • ზეუთუნის ზეთი - 4 სადილის კოვზი მარილი გემოვნებით
  • შავი წიწაკა( დაფქვილი) - გემოვნებით
  • ლიმონის წვენი - გემოვნებით

მომზადების წესი

  1. ზეუთუნის ზეთის ნახევარი გააცხელეთ ტაფაზე
  2. სკუმბრიის ფილე დაამარილეთ და მოუსვით წიწაკა და შეწვით ორივე მხრიდან
  3. გადმოიღეთ ტაფიდან დაასხით დარჩენილი ზეთი დააყარეთ გრძლად დაჭრილი სტაფილო, მრგვლად დაჭრილი ხახვი, დაჭყლეტილი ნიორი.
  4. მაოყარეთ მარილი, წიწაკა, დაფნის ფოთოლი და დიჟონური მდოგვი- მოშუშეთ ბოსტნეული დარბილებამდე.
  5. როდესაც მომზადდება დაალაგეთ ტაფაზე თევზი შეათბეთ სანამ მიიტანდეთ. .გადმოიღეთ თევზი თეფშზე და მოასხურეთ ლიმონის წვენი.

მადისაღმძვრელი თევზი მიართვით ქინძთან და ოხრახუშთან ერთად. გარნირად მოულაგეთ კარტოფილი ან გოგრა- რომელიც შეიტანს მის გემოში მრავალფეროვნებას.