უგემრიელესი ცომის მარტივი რეცეპტი. ღვეზელი ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბებს!
შინაური ღვეზელები - ეს ყველაზე პოპულარული ცომეულია. ყველა გამოცდილ დიასახლისს მათი მომზადების საკუთარი საფირმო რეცეპტი აქვს. თუმცა, ექსპერიმენტებისა და კულინარიული უნარების გაუმჯობესების სურვილიც მუდამ გაგვაჩნია.
თუ თქვენ საფუარის ცომს ყოველთვის აკეთებდით რძით, ამჯერად ცადეთ წყლით. იგი საკმაოდ მარტივად მზადდება. ეს უნივერსალური ცომი შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი შიგთავსიანი ღვეზელებისთვის. მოცემული რეცეპტის მიხედვით გამოდის 15 ცალი ღვეზელი. თქვენც დააგემოვნებთ და სხვებსაც გაუმასპინძლდებით.
წყალზე დამზადებულ ცომს სამარხვოსაც უწოდებენ. იგი არ შეიცავს ძეს და კვერცხს, ამიტომაც მასში ცოტა კალორიაა.
ინგრედიენტები
მომზადების წესი
ამ ცომისგან ცხვება გემრიელი, მსუბუქი და არომატული ღვეზელები. ცადეთ, აუცილებლად გამომივათ!

- 175 გრ ხორბლის ფქვილი
- 1 ჩ/კ მშრალი საფუარი
- 1 ს/კ მზესუმზირის ზეთი
- 0,5 ჭიქა წყალი
- 1 მწიკვი მარილი
მომზადების წესი
- ჩაყარეთ ფქვილი თასში, დაუმატეთ მშრალი საფუარი და მარილი. აურიეთ.
- მშრალ მასას დაასხით მცენარეული ზეთი და წყალი. აურიეთ კოვზით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
- დააფარეთ თასს ტილო და დადგით თბილ ადგილას ერთი საათით. ცომი ორჯერ მეტი მოცულობის უნდა გახდეს.
- სამუშაო ზედაპირზე დაყარეთ ფქვილი, 5 წუთის განმავლობაში ზილეთ ცომი. ახლა უკვე შეგიძლიათ გააკეთოთ და გამოაცხოთ ღვეზელები!
ამ ცომისგან ცხვება გემრიელი, მსუბუქი და არომატული ღვეზელები. ცადეთ, აუცილებლად გამომივათ!