9 ნივთი, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადააგდოთ! მიზეზი მეტად საყურადღებოა.

9 ნივთი, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადააგდოთ! მიზეზი მეტად საყურადღებოა.
ადამიანები ყურადღებას არ აქცევენ პატარა ნივთებს. სულ ტყუილად. მცნიერები ამბობენ, რომ სწორედ წვრილმანებისგან შედგება ჩვენი ცხოვრება. ეს კარგად ჩანს ყოველდღიურობაში. აი მაგალითად, თქვენ გახსენით ღვინო, ხოლო საცობი გადააგდეთ. ერთ კვირაში კი, აღმოჩნდა, რომ ეს საბედისწერო შეცდომა იყო.



ჩვენ გიამბობთ 9 ნივთზე, რომლის გადაგდებაც არ ღის.

სასარგებლო წვრილმანები

  1. საკანცელარიო კლიპები

    მათ გარეშე ნამდვილად რთულია. საკანცელარიო კლიპებით თავისუფლად შეგვიძლია ჩავანაცვლოთ საფულე. უბრალოდ დაალაგეთ ერთად კუპიურები, ან საბანკო ბარათები და დაამაგრეთ ისინი კლიპით. იდეალური ვარიანტი მამაკაცებისთვის, რომლებსაც ჯიბეში არ აქვთ ადგილი საფულისთვის.

    კლიპები ასვე გამოგადგებათ ინტერნეტისა და სხვადასხვა ტექნიკის კაბელის დასანაწილებლად და თვალიდან მოსაშორებლად.

    ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ბანალურად კბილის პასტის გამოსაწურად. თუ ცოტაა დარჩენილი, დაახვიეთ ტუბი და მოუჭირეთ კლიპი.



  2. კილიტა (ფოლგა)

    ფოლგა - მშვენიერი მასალაა, რომელიც არ ატარებს სუნს და სისველეს, უძლებს მაღალ ტემპერატურას და შეუძლია ნებისმიერი ფორმის მიღება. მაგალითად, მოჭმუჭნეთ ალუმინის ფოლგა ისე, რომ ბურთის ფორმა მიიღოს და თამამად გამოიყენეთ ქვაბების და ტაფების სახეხად. ასევე მისი საშუალებით შეგიძლიათ გალესოთ მაკრატელი. უბრალოდ დაჭერით ალუმინის ფოლგის ერთი ფირფიტა.

    კილიტას გამოყენება შეგიძლიათ ვერცხლის ნაკეთობების საწმენდადაც. ამისათვის გადააკარით თასს ფოლგა, დაასხით ადუღებული წყალი და დაუმატეთ 2 ჩ/კ მარილი. ჩააწეთ წყალში დაბურული ნივთები და გააჩერეთ რამდენიმე წუთი. ნადები მოცილდება.

  3. ელექტრონული მოწყობილობები

    პროგრესი არ ჩერდება, ხოლო სახლში არსებული ტექნიკა კი სწრაფად ძველდება და უსარგებლო ხდება. თუ თქვენ გაქვთ ძველი მონიტორი, ტელევიზორი, ტელეფონი, მიკროტალღური ღუმელი, ნუ იჩქარებთ მათ გადაგდებას. იპოვეთ თქვენ ქალაქში მათი გადამამუშავებელი პუნქტი და ჩააბარეთ. ამგვარ ნივთებში ხომ არის ვერცხლი, სპილენძი, პალადიუმი და ოქროც კი. მათი გადამუშავებით დავიცავთ ეკოლოგიას და თან დავეხმარებით ქარხნებს ახალი ნივთების წარმოებაში.



  4. ღვინის საცობები

    ეს ნამდვილი მიგნებაა მათთვის, ვისაც უყვარს სხვადასხვაგვარი "ჰენდმეიდი" და დიზაინერული ნაწარმი. აღარაფერს ვამბობთ, მათ საყოფაცხოვრებო გამოყენებაზე. საცობების მეშვეობით შეგიძლიათ გააკეთოთ მინაწერების დაფა, აბაზანის ნოხი. შეგიძლიათ ძველ ჟურნალების მაგიდაზე დააწებოთ და ზემოდან დააფაროთ შუშა. გამოვა თანამედროვე და მოდური.

    თუ თქვენ თევზაობის მოყვარული ბრძანდებით, მაშინ საცობები შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც ტივტივა. ასევე გამოგადგებათ ბრელოკად. ეს ძლიან მოსახერხებელია. თუ გასაღები ჩაგივარდათ წყალში, ის არ ჩაიძირება.

    ასევე შეგიძლიათ საცობი დაჭრათ თხელ ფენებად და მიაწებოთ ავეჯის კარებზე. ამით მიჯახუნებისგან დაიცავთ მათ.




  5. საწებლის პლასტმასის ბოთლები

    თქვენ შეგიძლიათ ჩაასხათ ამ ბოთლებში ბლინის ცომი, რათა სასურველი რაოდენობით გადმოასხათ შემდგომ ტაფაზე.




  6. პაკეტები

    ცელოფნის პაკეტევისგან შეგიძლიათ მოქსოვოთ ჩანთები და ხალიჩები. ასევე გამოიყენებთ ტიხრებად მცხვრევადი ნივთების რბილად გადატანისთვის.




  7. ძველი მაისურები

    გამოგადგებად სახლის დასუფთავებისას. ბამბა შესანიშნავად იწოვს სითხეს და აცილებს ჭუჭყს.



  8. თმის რეზინები

    არ აქვს მნიშვნელობა რეზინი თმის იქნება, თუ ფულის. თუ კარადის კარები თავისით იღება, ან არ გინდათ ბავშვები შეძვრნენ შიგნით, კარგად შემოახვიეთ ორი მეზობელი კარის სახელურს რეზინი. ასევე შეგიძლიათ შემოახვიოთ იგი საჭრელი დაფის ორივე ბოლოს, რათა არ ისრიალოს მაგიდაზე.



  9. ტუალეტის ქაღალდის მუყაოს მილი

    მშვენიერი მასალაა სათამაშების გასაკეთებლად. ასევე შეგიძლიათ თმის რეზინები ჩამოაცვათ, ან შიგნით მოატავსოთ მავთულები.




    გაუზიარეთ ეს ინფორმაცია მეგობრებს!