მათ დახატეს წრე ფოლგაზე... თქვენ ძლიერ გაოცდებით, როდესაც იხილავთ, რა გამოვიდა!

მათ დახატეს წრე ფოლგაზე... თქვენ ძლიერ გაოცდებით, როდესაც იხილავთ, რა გამოვიდა!
საახალწლო დეკორაციები - ფანტაზიის უზომო გასაქანია! შეგიძლიათ მოიფიქროთ ნებისმიერი რამე, არ მოერიდოთ ექსპერიმენტებს სხვადასხვა ფორმის მასალისგან. რა თქმა უნდა, ტრადიციული დეკორიც არ უნდა დავივიწყოთ. ჩვეული ნაკეთობებიც თვალს ახარებს და ბავშვობის მოგონებებში გადავყავართ.

ფოლგისგან დამზადებული ვარსკვლავი



თქვენ დაგჭირდებათ

  • 1 რულონი ფოლგა
  • 30 სმ მავთული
  • მაკრატელი
  • ჩინური საჭმლის ჩხირები
  • 1 საშუალო ზომის პლასტმასის თავსახური
  • ბრტყელტუჩა


დამზადება

  1. მოვათავოთ თავსახური ფოლგის ფირფიტის შუაში. ხუფი არ უნდა შეეხოს კიდეებს.




  2. ფრთხილად შემოავლეთ თავსახურს კონტური ჩხირით.



  3. მოკეცეთ ფოლგა ათჯერ.




  4. მიღებული შეკვრა მოაჭერით და გადადეთ რულონი.




  5. ფოლგის რულონის თავზე მოათავსეთ ისევ თავსახური და შემოავლეთ კონტური ჩხირით, ისე, რომ კვალი ყველა ფენაზე გადავიდეს.




  6. გამოჭერით და თქვენ მიიღებთ 10 ცალ წრეს.




  7. აიღეთ ერთი პრიალა წრე და გადაკეცეთ შუაზე, მიღებული ნახევართვარე კი ისევ გადაკეცეთ.მიღებული ფორმა მოგაგონებთ პიცის ნაჭერს.




  8. მოღუნეთ ნაჭრის ბასრი კუთხე 1 სმ-ით.



  9. გახსენით წრე და ფრთხილად დაჭერით ნაკეცების მიხედვით, როგორ არის ნაჩვენები სურათზე.




  10. ჩხირის დახმარებით დაახვიეთ მიღებული სამკუთედი ნაწილები და დაამაგრეთ სკოჩით.



  11. აი, რა გამოგივათ



  12. ახლა შეგიძლიათ ააცვათ ვარსკვლავი მავთულზე და მისი ბოლო კი დაამაგრეთ მძივის ბურთით.



  13. რიგრიგობით ააცვით მავთულზე ყველა ვარსკვლავი.




  14. ცენტრში თითის დაჭერით ვარსკვლავს მიეცით მრგვალი ფორმა.




  15. მავთულის ბოლოსგან გააკეთეთ მარყუჟი. მზადაა!




თვენ ასევე შეგიძლიათ ნახოთ ვიდეო:



აი, ხედავთ, თქვენ ვერც წარმოიდგენდით, რომ ასე მარტივად შეძლებდით ასეთი შთამბეჭდავი დეკორაციის შექმნას. ეს ღირსეული ვარიანტია სახლისა თუ ოფისის სადღესასწაულოდ გასაფორმებლად.

აჩვენეთ ყველა თქვენს მეგობარს. საშობაო განწყობა უკვე ჰაერში ტრიალებს!