სუფთა და ელასტიური სისხლძარღვები 40 დღეში. უძლიერესი და იაფი ნატურალური საშუალება!

სუფთა და ელასტიური სისხლძარღვები 40 დღეში. უძლიერესი და იაფი ნატურალური საშუალება!
ამ რეცეპტის დახმარებით თქვენ შეძლებთ არტერიების გაწმენდას და სისხლძარღვებისთვის ელასტიურობის დაბრუნებას, რაც სასარგებლოდ აისახება თქვენს ზოგად ჯანმრთელობაზე.

მოცემული კურსის დახმარებით თქვენ შეძლებთ სისხლის მიმოქცევისა და მეხსიერების გაუმჯობესებას, სისხლის წნევის დარეგულირებას და მეტაბოლიზმის დაჩქარებას, რაც ხელს შეგიწყობთ წონის დაკლებაში.

ლიმონი და ნიორი - ორი ყველაზე სასარგებლო პროდუქტი ჩვენს პლანეტაზე, რომელთაგანაც ჩვენ მიერ შემოთავაზებული რეცეპტი შედგება.

როგორც ყველამ კარგად ვიცით, ლიმონი ფლობს უამრავ უპირატესობას ჩვენი ჯანმრთელობისთვის, მათ შორის აუმჯობესებს სისხლის ხარისხს. რაც შეეხება ნიორს, ეს ნატურალური პროდუქტი გამდიდრებულია ანტიოქსიდანტებით, რომლებიც აღადგენს და აახალგაზრდავებს ჩვენს ორგანიზმს.

არტერიების ღრმა წმენდა

თქვენ დაგჭირდებათ:
  • ერთი თავი ნიორი (საშუალო ზომის);
  • 1 ლიმონი თავის კანთან ერთად (საშუალო ზომის);
  • 0,8 - 0,9 ლიტრი ანადუღარი წყალი.

მომზადება:

  1. გაასუფთავეთ ნიორი კანისგან, კარგად გარეცხეთ ის და გაჭერით თითოეული კბილი 4 ან 6 ნაწილად.
  2. გარეცხეთ ლიმონი და დააქუცმაცეთ ის თავის ცედრასთან ერთად. მოაშორეთ ლიმონს კურკები.
  3. მიღებული ინგრედიენტები მოათავსეთ მინის ქილაში, კარგად აურიეთ ერთმანეთში და დაასხით მოცემული რაოდენობით ანადუღარი წყალი.
  4. ქილას მჭიდროდ დააფარეთ თავსახური და კარგად შეანჯღრიეთ შიგთავსი.
  5. მიღებული საშუალება დააყოვნეთ მაცივარში 3 დღე-ღამის განმავლობაში. არ დაგავიწყდეთ ქილის შენჯღრევა ყოველდღიურად.
  6. 3 დღის შემდეგ გაფილტრეთ ნარევი და მიღებული სითხე გადაიტანეთ ახალ ქილაში. შეინახეთ ის მაცივარში.
  7. სისხლძარღვების გამწმენდი საშუალება მზად არის!

გამოყენების წესი:

პირველი 7 დღის განმავლობაში მიიღეთ ეს საშუალება 1 სუფრის კოვზის ოდენობით დღეში 3-ჯერ. 7 დღის შემდეგ გაზარდეთ ულუფა 50 მილილიტრამდე, ანუ მიიღეთ მოცემული საშუალება დღეში 3-ჯერ 50-50 მილილიტრის ოდენობით. კურის საერთო ხანგრძლივობა - 40 დღე. რეკომენდირებულია ამ კურსის ჩატარება წელიწადში 2-ჯერ.