როგორ მოვამზადოთ სისხლძარღვოვანი ვარსკვლავებისგან დამცავი საოჯახო საცხი?

როგორ მოვამზადოთ სისხლძარღვოვანი ვარსკვლავებისგან დამცავი საოჯახო საცხი?
სისხლძარღვოვანი ვარსკვლავები მიგვანიშნებენ კაპილარებისა და ზედაპირული სისხლძარღვების გაფართოებაზე, რომელიც კანქვეშ შესამჩნევი ხდება თავისი დამახასიათებელი მომწვანო ან იისფერი ელფერის გამო.

მათი გამოჩენა გამოწვეულია სისხლის მიმოქცევის მომწესრიგებელი სარქველების დასუსტებით. ყველაზე ხშირად ეს ხდება სხეულის ქვედა ნაწილში და წარმოადგენს სისხლძარღვთა ვარიკოზული გაფართოების წინაპირობას.

როგორ მოვამზადოთ სისხლძარღვოვანი ვარსკვლავებისგან დამცავი საოჯახო საცხი?

ზოგჯერ ეს სისხლძარღვოვანი ვარსკვლავები თავისით ქრებიან, აღარ ფართოვდებიან და ზომაშიც აღარ იზრდებიან. ზოგიერთი კი მრავალი წლის მანძილზე რჩება და არ იწვევს განსაკუთრებულ დისკომფორტს, მხოლოდ ესთეტიკურს ალბათ.

ამ პრობლემას, როგორც წესი, აწყდებიან ჭარბი წონის მქონე ან სიმსუქნით დატანჯული ადამიანები. ის ასევე შეიძლება გამოწვეული იყოს ორგანიზმში ჰორმონალური ცვლილებებით, მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებით ან შეუფერებელი ფეხსაცმლის ტარების გამო.

მაგრამ ჩვენ თქვენთვის კარგი სიახლე გვაქვს: ამ სისხლძარღვოვანი ვარსკვლავების მოშორება ან თუნდაც შემცირება შეიძლება ნატურალური საშუალებებით იმიტომ, რომ გარკვეული ინგრედიენტების შეხამება ხელს უწყობს სისხლის ცირკულაციას და ანთებითი პროცესების შემცირებას.

გვინდა შემოგთავაზოთ ნიორისგან დასამზადებელი საოჯახო საცხის რეცეპტი, რომელიც იდეალურად მოუხდება ფეხების, ხელებისა და სხეულის იმ ნაწილების მოვლას, რომლებსაც გააჩნიათ მიდრეკილება ხსენებული დაავადების მიმართ.

აუცილებლად გასინჯეთ, არ ინანებთ!

სისხლძარღვოვანი ვარსკვლავების საწინააღმდეგო საოჯახო საცხი


სისხლძარღვოვანი ვარსკვლავების პროფილაქტიკისათვის ან მასთან ბრძოლისთვის საჭირო ბუნებრივი საცხი შეიძლება მივიღოთ თავისი გასაკვირი თვისებების მქონე ისეთი ინგრედიენტების შეხამებით, როგორიცაა ნიორი, ლიმონი და ცივი გამოწურვის გზით მიღებული ზეითუნის ზეთი.
ისინი შეიცავენ ანთების საწინააღმდეგო, ძარღვების გამაფართოებელ და ანტიოქსიდანტებით გაჯერებულ აქტიურ ნივთიერებებს, რომელთა მეშვეობით ხერხდება სისხლის ცირკულაციის აღდგენა და ხსენებული პრობლემის მინიმუმამდე დაყვანა.
  • ამ საცხის გარეგანი გამოყენება ხელს უწყობს სარქველებისა და ძარღვების ანთების შემცირებას და ძარღვების ვარიკოზული გაფართოებით გამოწვეული გართულების თავიდან აცილებას.
  • ამ საცხს აქვს ტონიზირებადი მოქმედების უნარი, აუმჯობესებს სისხლის ცირკულაციას და, შედეგად, თავიდან აგვაცილებს სხეულის ქვედა ნაწილში საცობების წარმოქმნას ან ძარღვების დახშობას.
  • ამ საცხის გამოყენება რეკომენდირებულია ლიმფური სისტემის ფუნქციონირების გასააქტიურებლად, ეს კი, თავის მხრივ, აუცილებელია ანთებითი პრობლემებისა და შხამების დაგროვების თავიდან ასაცილებლად.
  • ის გახდება დაღლილი ფეხების სინდრომთან ბრძოლაში საუკეთესო საშუალება.
  • გარდა ამისა, ეს საცხი შეიცავს მინერალურ ნივთიერებებს, რომლებიც შეიწოვება კანის მეშვეობით, რაც ხელს შეუწყობს ქსოვილებში არსებული ჭარბი სითხის მოცილებას.
  • ეს არ არის რაიმე ჯადოსნური საშუალება, მაგრამ სწორ კვებასთან და ფიზიკურ ვარჯიშებთან შეხამებაში იგი დაგეხმარებათ თქვენს სხეულზე სისხლძარღვოვანი ვარსკვლავების შესამჩნევად შემცირების საქმეში.


როგორ მოვამზადოთ ეს საოჯახო საცხი?




ნიორის, ლიმონის წვენისა და ზეითუნის ზეთის საფუძველზე შესაძლებელია საოჯახო საცხის, როგორც პრევენციული საშუალების, დამზადება. მისი გამოყენება ასევე შეიძლება უკვე არსებულ სისხლძარღვოვან ვარსკვლავებთან ბრძოლაში.

არც ის იქნება ცუდი, თუ იგი ხელთ გექნებათ ფეხების დაღლილობის შემთხვევაში. კვირაში 1-2 ჯერ გამოიყენეთ ფეხების დასასვენებლად.

ერთადერთი, რაც მნიშვნელოვანია იმაში მდგომარეობს, რომ ყურადღებით უნდა შევარჩიოთ დამზადებისათვის საჭირო ინგრედიენტები: ზეთი აუცილებლად უნდა იყოს პირველადი გამოწურვის პროდუქტი (extra virgin) იმიტომ, რომ რაფინირებულ ზეთს უკვე დაკარგული აქვს აუცილებელი თვისებები.

ინგრედიენტები:
  • 2 თავი ნიორი
  • ½ ჭიქა ზეითუნის ზეთი (100გ)
  • 1 ლიმონის წვენი


ხელსაწოები:
  • შუშის ჭურჭელი
  • ხის კოვზი


დამზადების წესი:
  • ნიორი გაარჩიეთ და დაყავით კბილებად, გაასუფთავეთ ისინი. ნიორი დაჭერით თხელ ნაწილებად. სურვილისამებრ შეგიძლიათ ცოტათი დაზილოთ ისინი ქვიჯაში (ავანდასტაში)
  • შემდეგ ის გადაიტანეთ შერჩეულ შუშის ჭურჭელში და დაასხით ზეითუნის ზეთი და ლიმონის წვენი.
  • საფუძვლიანად აზილეთ ხის კოვზით
  • ჭურჭელს მჭიდროდ დაახურეთ სარქველი და დადეთ იგი შეგრილებულ ადგილას 48 საათი
  • ამ ვადის ამოწურვის შემდეგ გაწურეთ მიღებული საცხი, რის შემდეგ შეგიძლიათ შეუდგეთ მის გამოყენებას


გამოყენების წესი:



  • მიღებული საოჯახო საცხი დაადეთ კანის პრობლემატურ ადგილებს (სადაც ჩანს სისხლძარღვოვანი ვარსკვლავები) და მოახდინეთ ამ უბნების მასაჟი 5-8 წუთის განმავლობაში.
  • თქვენი მოქმედებები უნდა იყოს უწყვეტი, მაგრამ ძლიერი ზეძოლის გარეშე. ეს ხელს შეუწყობს სისხლის ცირკულაციის გაუმჯობესებას.
  • „სითბოს“ ეფექტის მიღწევისთანავე შეჩერდით. დატოვეთ საცხი კანზე და მის ინგრედიენტებს მიეცით აუცილებელი დრო (30 წუთი) ზემოქმედებისათვის
  • შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით და გაიშრეთ კანი
  • გაიმეორეთ ეს პროცედურა კვირაში მინიმუმ 3 ჯერ, სასურველია საღამოს საათებში დასაძინებლად დაწოლის წინ.
  • გაითვალისწინეთ, რომ სასურველი შედეგების მისაღწევად თქვენ გმართებთ იყოთ თანმიმდევრული თქვენს მოქმედებებში
  • პირველი და ერთადერთი პროცედურა არაეფექტური იქნება


თქვენც დაიწყეთ თქვენს ფეხებზე მცირე ვარსკვლავების შემჩნევა? არ გინდათ ვარიკოზისგან ტანჯვა? თუ ასეა, მოამზადეთ ეს საოჯახო საცხი და ჩართეთ იგი თავის მოვლის საკუთარი პროცედურების სიაში. ეს დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ სისხლის კარგი ცირკულაცია სხეულის პრობლემურ უბნებში.


მაგრამ დაიმახსოვრეთ, რომ ამ პროდუქტის მაღალი ეფექტიანობის მიუხედავად იგი ვერ იმოქმედებს მარტოდ!


თქვენ ყურადღებით უნდა მოეკიდოთ თქვენს კვებას და აუცილებლად გაზარდოთ წყლის მიღება. მაშინ შედეგები გადააჭარბებენ თქვენს მოლოდინებს!