სისხლძარღვოვანი ბადეებისა და ვარსკვლავების მოშორება მარტივი ხალხური რეცეპტით
სისხლძარღვოვანი ვარსკვლავებისა და ბადეების გაჩენა ან ტელეანგიექტაზია - ზედაპირული წვრილი სისხლძარღვების არაანთებითი ხასიათის ლოკალური გაფართოება. ყველაზე ხშირად ეს პრობლემა სწორედ ფეხებზე იჩენს თავს. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, სისხლძარღვოვანი ვარსკვლავები მოზრდილი ქალბატონების 90%_ს უჩნდება. ეს აუტანელი პრობლემა ქრონიკული ვენური უკმარისობის ფონზე იჩენს თავს და წარმოადგენს ვარიკოზული დაავადებებს სიმპტომს. გარდა ამისა, სისხლძარღვოვანი ვარსკვლავების გაჩენა სავსებით შესაძლებელია ჰორმონალური დისბალანსით იყოს განპირობებული. ფეხებზე ტელეანგიექტაზიის მკურნალობის ძირითად მეთოდს მიკროსკლეროთერაპია წარმოადგენს.
ტელეანგიექტაზიის განკურნება ხალხური მედიცინით:
კალანხოე ფეხებზე არსებული სისხლძარღვოვანი ვარსკვლავების წინააღმდეგ
ფეხებზე არსებული სისხლძარღვოვანი ბადეების მოშორებაში შემდეგი რეცეპტი დაგეხმარებათ: აიღეთ კალანხოეს ფოთლები, გარეცხეთ გულდასმით, გააშრეთ, დაჭერით პატარა ნაჭრებათ და გაავსეთ მისით 0,5 ლიტრიანი ქილა. დაასხით მას გადადუღბული, ოთახის ტემპერატურამდე გაგრილებული წყალი და დატოვეთ 1 კვირით ბნელ ადგილას. პერიოდულად შეანჯღრიეთ ქილა. 1 კვირის გასვლის შემდეგ გაფილტრეთ ნარევი მარლის რამდენიმე ფენის დახმარებით. დაიზილეთ ამ ნახარშით ფეხები ფეხის გულებიდან მუხლებამდე. გაიმეორეთ ეს პროცედურა ყოველდღიურად 2-3 თვის განმავლობაში.
ალოე სახეზე არსებული კაპილარული ბადის წინააღმდეგ
ღამით გაიწმინდეთ სახე გულდასმით ალოეს ნაჭრით, რომელიც წინასწარ რამდენიმე დღით მაცივარში გქონდათ მოთავსებული (წინასწარ კარგად გაიწმინდეთ სახე ჩაის ნაყენით). ამის შემდეგ დაიტანეთ ზემოდან საყვარელი დამატენიანებელი კრემი. პირველი პროცედურის დროს შეიძლება მცირეოდენი წვა იგრძნოთ, თუმცა 2-3 პროცედურის შემდეგ ეს შეგრძნება საერთოდ გაქრება. ჯამში თქვენ მოგიწევთ 10-12 პროცედურის ჩატარება 1 დღიანი შუალედებით.
ოხრახუში სისხლძარღვოვანი ვარსკვლავების წინააღმდეგ
აიღეთ 1 მუჭა ოხრახუში, დაასხით 0,5 ჭიქა მდუღარე წყალი და დააყოვნეთ 15-20 წუთით. მიღებული ნარევი გაფილტრეთ და განაზავეთ რძით (რძის რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ნახარშის რაოდენობის ნახევარს). მიღებული ნაყენით გაიკეთეთ სახის კომპრესები ნახევარი საათით. ზედმეტი სიწითლე ხანმოკლე დროში გაქრება.
გისურვებთ ჯანმრთელობას!