მხოლოდ აშშ-ში 22 ათასი ქალი იტანჯება საკვერცხის კიბოსგან. არ დააიგნოროთ ეს ნიშნები

მხოლოდ აშშ-ში 22 ათასი ქალი იტანჯება საკვერცხის კიბოსგან. არ დააიგნოროთ ეს ნიშნები
ამერიკულმა ონკოლოგიურმა საზოგადოებამ შეაჯამა სტატისტიკა, რომლის მიხედვით აშშ-ში 22 ათასი ქალი იტანჯება საკვერცხის კიბოსგან. ამ დაავადებას „ჩუმ მკვლელს“ უწოდებენ, რადგან იგი ვითარდება პრაქტიკულად სიმპტომების გარეშე, და უმეტეს შემთხვევებში მისი დიაგნოსტირება შესაძლებელია მხოლოდ უკანასკნელ სტადიაზე.

სპეციალისტები ამტკიცებენ: თუ აღმოვაჩენთ დაავადებას ადრეულ სტადიებზე, სიცოცხლის ხანგძლივობა შეადგენს 5-7 წელს იმ შემთხვევაში, თუ პაციენტის ასაკი 35 წელზე მეტია.

დაავადების საფრთხე იმაში მდგომარეობს, რომ არსებობს რეციდივის დიდი ალბათობა.

ავადმყოფობის აღმოჩენა:

სამეცნიერო კონფერენციაზე მეცნიერებმა განაცხადეს: წელიწადში ორჯერ ქალმა უნდა გაიაროს ტრანსვაგინალური ულტრაბგერითი გამოკვლევა, განსაკუთრებით მაშინ როცა მის გვარში იყვნენ საკვერცხის კიბოთი დაავადებული ნათესავები.

დაავადების პირველი სიმპტომები პრაქტიკულად ისეთივეა, როგორც კოლიტის დროს. კიბოს ეს ნაირსახეობა ხშირად ემართებათ 30 წელს გადაცილებულ ქალებს.

დაავადების თავისებურებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ პრაქტიკულად ის არ ამჟავნებს თავს ადრეულ სტადიებზე. სიმპტომების აღრევა სხვა დაავადებებთან ძალზედ ადვილია.

დაავადების განვითარების სიმპტომატიკა:
  1. მუცლის გაბერილობა, რომელიც მუდმივია ან პერიოდული
  2. მუცელში ტკივილის შეგრძნება. დიარეა ან კუჭის შეკრულობა
  3. ერთ-ერთი მთავარი სიმპტომი - მუდმივი ტკივილი, რომელიც მენჯის არეშია
  4. დისკომფორტი და წელს ქვემოთ მტკივნეული შეგრძნებები
  5. მოშარდვის პროცესზე ზეგავლენის ნაწილობრივი ან სრული დაკარგვა. მოშარდვის პროცესის თანმხლები მტკივნეული შეგრძნება და ძლიერი წვა
  6. ობიექტური მიზეზების გარეშე წონაში მკვეთრი კლება
  7. ქრონიკული დაღლილობა
  8. ინტიმური სიახლოვის დროს მტკივნეული შეგრძნებები


წარმოდგენილი ჩამონათვალიდან თუნდაც ერთი სიმპტომის გამჟღავნება წარმოადგენს საგანგაშო სიგნალს იმისათვის, რომ მიმართოთ ექიმს. ასეთ შემთხვევაში რეკომენდირებულია საკვერცხეების დიაგნოსტიკა და ულტრაბგერითი გამოკვლევა.

დაიმახსოვრეთ, რომ საკუთარი ორგანიზმის მდგომარეობაზე თვალყური წარმოადგენს თქვენს უპირველეს ამოცანას.

ყურადღებით მოეპყარით საკუთარ თავს მთელი რიგი სერიოზული პრობლემების თავიდან ასაცილებლად.

დაიმახსოვრეთ: პროფილაქტიკა გაცილებით უკეთესია, ვიდრე მკურნალობა