როგორ შევაჩეროთ თმის ცვენა?! ვარცხნილობაც კი მნიშვნელოვან როლს თამაშობს!
ყველას სურს თმები სწრაფად ეზრდებოდეს და მრავალი მათგანი სასურველი შედეგის მისაღებად ყველა შესაძლო მეთოდს გამოიყენებს. ამიტომ, ვისაც სურვილი აქვს მუდმივად განუმეორებლად გაოიყურებოდეს, FPpaparazzi გთავაზობთ უნიკალურ რჩევებს თმების მოსავლელად. შეიტყვეთ, როგორ მოქმედებს არასწორად დავარცხნილი თმა, მის ცვენაზე.
- გახოვდეთ, რომ ცილები ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი თმის ზრდისათვის, ამიტომაც შეეცადეთ მიირთვათ უფრო მეტი კვერცხი, თხილეული, ხორცი და პარკოსანი პროდუქტები ყოველდღიურად, რაციონში ცილების საკმარისი რაოდენობის უზრუნველსაყოფად. ისინი ასევე შეასრულებენ ახალი თმის გასაზრდელად საჭირო სამშენებლო მასალის როლს.
- მიირთვით თუთიისა და რკინის შემცველი პროდუქტები საკმარისი რაოდენობით: რკინისა და თუთიის დეფიციტი, თმის ცუდ მდგომარეობას იწვევს და ასევე მათ ცვენასაც. რკინა თმის თავებს საჭირო ჟანგბადით უზრუნველყოფს, რკინით მდიდარი პროდუქტებია (ფრინველის ხორცი და კვერცხი). რკინის მცენარეული წყარო კი ლობიო, ოსპი და სოიოა. თუთია გვეხმარება ქსოვილისა და ცხიმოვანი ჯირკვლების აღდგენაში, თავის კანზე. რაც თავისხმრივ გამოიმუშავებს ზეთს თმის ეფექტური ზრდისათვის. თუთიის წყაროა - არაქისი, გოგრის მარცვლები, მუხუდო.
- ვიტამინები. B ჯგუფის ვიტამინებს წყაროა შვრიის ფანტელები, ზღვის პროდუქტები, ისპანახი, რძის პროდუქტები, უცხიმო ხორცი, კარტოფილი, ოსპი და ა.შ. B ჯგუფის ვიტამინების რეგულარული მიღება თმას ეხმარება გაიზარდოს საკმაოდ სწრაფად დროის მოკლე მონაკვეთშიც კი.
- ფიზიკური და ემოციური სტრესი ერთ-ერთი მთავარი დამნაშავეა თმის ზრდის პროცესის შეფერხებაში.სტრეს შეუძლია თმის დაკარგვა გამოიწვიოს! ხოლო იმისათვის, რომ შემდგომში დანაკარგი აღადგინოთ, საკმაოდ დიდი დრო დაგჭირდებათ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია დროულად მოახერხოთ სტრესის დონის დაწევა და ასევე სხვა მავნე ჩვევების ყოველდღიური რელაქსაციის რეჟიმით ჩანაცვლება, ეს თქვენი თმის გაძლიერების შანსებს საკმაოდ გაზრდის.
- ვარცხნილობის არასწორი პრაქტია. მოერიდეთ მოდელირების ისეთ არასწორ მეთოდებს როგორებიცაა, თმების დაჭიმვა, გასწორება, გაუფერულება და თმის ხელმეორედ შეღებვა. ასეთ პრაქტიკას თმის დასუსტება შეუძლია რაც თმის ფოლეკულის საკმაოდ დასუსტებას იწვევს, რასაც შემდგომში თმის ცვენამდე მივყავართ. ყველაზე სახიფათო მეთოდი კი ცხელი დავარცხნაა,ამიტომ შეეცადეთ თმა მაქსიმალურად უსაფრთხოდ დაივარცხნოთ.
- გამოიყენეთ კვერცხის შამპუნები. თმები ცილებისგან შედგებიან, ამიტომ მათვის სახლში მომზადებული კვერცხის შამპუნები ნამდვილი შვებაა. მასირებადი მოძრაობებით წაისვით ის თავის კანზე, დაიფარეთ თავზე შხაპის ქუდი და გაიჩერეთ ერთი საათით. მოგვიანებით კი ჩამოიბანეთ მსუბუქი შამპუნით.