საჩუქარი, რომლებიც არ არის რეკომენდირებული აჩუქოთ სხვას!

საჩუქარი, რომლებიც არ არის რეკომენდირებული აჩუქოთ სხვას!
საჩუქრის არჩევა ზოგჯერ ძალიან ძნელია. რა თქმა უნდა ეს ხომ საპასუხისმგებლო და ამაღელვებელი ნაბიჯია. თუმცა არსებობენ ისეთები, რომლებიც ტვინს არ იჭყლიტავენ და უბრალოდ ყიდულობენ საჩუქრად მამაკაცს წინდებს, ქალს კი ტაფას.

თუმცა არსებობს ბევრი ნიშანი, რომელთა ხელმძღანელობით შეიძლება საჩუქრის არჩევა.


საათი

ბევრ ქვეყანაში საათის ჩუქება, ითვლება ცუდი გემოვნების გამოხატულებად. ჩინეთში ასეთი საჩუქრის ჩუქება სიკვდილამდე დროის ათვლის დაწყებას ნიშნავს. სხვა რეგიონებში ეს საჩუქარი განშორების სიმბოლოა.


დანა
ევროპაში არ არის მიღებული მჭრელი ნივთების ჩუქება, რადგან ისინი უსიამოვნების მომასწავებელია.
ლათინურ ამერიკაში დანის ჩუქება ნიშნავს ურთიერთობის გაწყვეტას იმ ადამიანთან ვისაც უკეთებ ამ საჩუქარს. მაგრამ კავკასიის რეგიონსა და აღმოსავლეთში ცივი იარაღის ჩუქებას საკმაოდ მშვიდად უყურებენ.

წინდები

არსებობს რწმენა, რომ თუ ქალი ჩუქნის მამაკაცს წინდებს, ის მისგან მიდის.



ცხვირსახოცი
მართმადიდებლურ სამყაროში მირთმეული ცხვირსახოცი წინასწარმეტყველებს უბედურებასა და ცრემლზე.


წიგნი
ხალხში ამბობენ რომ წიგნის ჩუქება შეიძლება თანამშრომლებისთვის და ნათესავებისათვის მაგრამ არა მეუღლისათვის. ეს საჩუქარი ოჯახში კამათის მომასწავებელია.

მარგალიტი
საჩუქარი, რომლებიც არ არის რეკომენდირებული აჩუქოთ სხვას!
ძველ საბერძნეთში მარგალიტი სიმბოლირდებოდა ზღვის ნიმფების ცრემლებთან. ეს საჩუქარი მოასწავებს ცრემლებს.


სარკე

სარკესთან ყველაზე მეტი ცრურწმენაა დაკავშირებული. ამბობენ რომ სარკე იზიდავს უსიამოვნებას სახლში.

ჭურჭელი
გაბზარული და ჩამოტეხილი ჭურჭელი - ყველაზე შეუსაბამი საჩუქარია. იგი სიმბოლირდება „გატეხილ“ ცხოვრებასთან.

თუ მაინცდამაინც ჭურჭლის ჩუქება გინდათ, აუცილებლად მასში რამე მოათავსეთ.

ქორწილის დროს ჭურჭლის გატეხვა კარგ ტრადიციად ითვლება, რაც ოჯახში ბედნიერების შემომტანია. ამის მეშვეობით ახლად დაქორწინებულები ყველაფერ ცუდს უკან ტოვებენ.

ფრინველის ქანდაკება
ფრინველის ქანდაკება თქვენს ოჯახში უკმაყოფილებას იზიდავს.

ჩემოდანი, ჩანთა, საფულე (ცარიელი)

როდესაც თქვენ ჩუქნით ერთ-ერთ ამ ნივთაგანს, თავი შეიწუხეთ და შიდ რაიმე ჩადეთ. საფულის ფულის გარეშე ჩუქება კატეგორიულად მიუღებელია. ჩადევით შიდ ხურდა, ან ქაღალდის ფული.



მცენარეები და ცხოველები
როცა ასეთ საჩუქარს ჩუქნით, აუცილებლად მოითხოვეთ გამოსასყიდი, რადგან გამომსასყიდის გარეშე ოჯახის თქვენი ახალი წევრი სიმშვიდეს ვერ ჰპოვებს და თავის ადგილს.

ჰალსტუხი

ჰალსტუხი აერთიანებს ადამიანებს. მჩუქნელსა და ჰალსტუხის მფლობელს შორის ჩნდება უხილავი კავშირი. ასეთი საჩუქრის გაკეთება შეიძლება არა მარტო ძალიან ახლობელი ადამიანისათვის.



ჩუსტი
ბევრი ცრურწმენა მეტყველებს იმაზე, რომ საჩუქრად მიღებული ჩუსტი იზიდავს ავადმყოფობას, ან სიკვდილს. ძალიან არასასურველია საჩუქრად თეთრი ჩუსტების მიტანა.

ქარვა
ქარვისგან დამზადებული სამკაული ახლო მომავალში განშორებას სიმბოლირებს.

ზარდახშა

ითვლება, რომ ადამიანი, რომელმაც საჩუქრად მიიღო ზარდახშა თქვენგან, დაგიმალავთ თავის განცდებსა და აზრებს.