მიიღეთ ეს სამკურნალო სითხე ყოველდღიურად და დაამარცხეთ თავბრუხვევა

მიიღეთ ეს  სამკურნალო სითხე ყოველდღიურად და დაამარცხეთ თავბრუხვევა
ხალხური მედიცინის მეთოდები წარმატებით გამოიყენება თავბრუხვევის მკურნალობის დროს. ხანგრძლივი გამოკვლევების შედეგად თავბრუხვევის 4 ტიპი გამოვლინდა.

I ტიპი. ხანმოკლე თავბრუხვევა. ამ სენით დაავადებული ადამიანები სიმაღლეს უფრთხიან. კოორდინაცია მათ რამდენადმე დარღვეული აქვთ, კიბეზე ნელა ეშვებიან და ყოველ საფეხურს უკვირდებიან.

II ტიპი. თავბრუხვევა დაკავშირებულია სხეულის კოორდინაციის დარღვევასთან, თუ ადამიანი ფეხზე სწრაფად წამოდგება, იგი ხელს ავლებს რაიმე საგანს, რათა არ დავარდეს. ასეთები ხშირად სათვალეს ატარებენ იმის იმედით, რომ ეს თავბრუხვევას შეანელებს. დილით, ადგიმის წინ, ისინი 5 -15 წუთით სხედან საწოლის კიდეზე. ადგომიდან 1 -2 საათის შემდეგ თავბრუსხვევა შეიძლება გაქრეს. თავბრუხვევით დაავადებული ადამიანები ხშირად მკურნალობენ გულფიცხობას, რადგან იგი თავბრუხვევის მიზეზი ჰგონიათ.

III ტიპი. თავბრუხვევის ამ ტიპის დროს ადამიანები იძულებულნი არიან რამდენიმე დღე ლოგინში იწვნენ, რადგან მუდმივად ეხვევათ თავბრუ, მათ ადგომა და ჩაცმა არ ძალუძთ, წონასწორობას ჰკარგავენ და შესაძლოა დავარდნენ. ასეთი ტიპის თავბრუხვევის დროს თითქმის გულისრევა არა აქვთ და არც თვალი უჭრელდებათ.

IV ტიპი. ამ დროს გვაქვს თავბრუხვევის ძლიერი შეტევა, რასაც თან ახლავს გულისრევა, ხმაური ყურებში, ზოგჯერ სმენის შესუსტება. ავადმყოფები დრო და დრო ლოგინს ეჯაჭვებიან რამდენიმე კვირის განმავლობაში, რადგან თვალი უჭრელდებათ, ფეხზე დგომა არ ძალუძთ (დავარდნის ეშინიათ), თუ გავლა სურთ, გამცილებელი სჭირდებათ, რათა ხელი ჩაჰკიდონ.

თავბრუხვევის წინამორბედია შარდის ტუტე რეაქცია. თუ რეაქცია მჟავე გახდა, თავბრუხვევა სუსტდება, ან სულ ქრება.
მკურნალობა:
ხალხური მედიცინა თავბრუხვევის საწინააღმდეგოდ ვაშლის ძმარს იყენებს. მიღების დრო და დოზა ასეთია: 4 ჩ/კ ვაშლის ძმარი ჭიქა წყალზე. თავბრუხვევის თავიდან ასაცილებლად, ან სამკურნალოდ (თუ იგი გამოვლინდა), შესაძლებელია სათანადოდ მოვაწესრიგოთ ცხოვრების რეჟიმი და კვება.
მაგრამ არ გეგონოთ, რომ თუ თქვენ დღეს 1 - 2-ჯერ მიიღებთ ვაშლის ძმარს, ხვალ და შემდგომ თავიდან აიცილებთ თავბრუხვევას. მის რამდენადმე შესუსტებას თქვენ იგრძნობთ მეორე კვირის ბოლოსთვის, შემდგომ გამოკეთებას თვის ბოლოსთვის - თუკი ზუსტად დაიცავთ ვაშლის ძმრის გამოყენების შესახებ ხალხური მედიცინის მითითებებს.
სტატიის წყარო:მათუსალას საიდუმლო