ეს ხრიკი დაგეხმარებათ გათავისუფლდეთ ჰაიმორიტის, სინუსიტისა და სურდოსგან... ხოლოდ 1 წუთში!

ეს ხრიკი დაგეხმარებათ გათავისუფლდეთ ჰაიმორიტის, სინუსიტისა და სურდოსგან... ხოლოდ 1 წუთში!
ზამთრის პერიოდში განსაკუთრებით აქტუალურია გაჭედილი ცხვირის პრობლემა. ხშირ შემთხვევაში, მრვი (მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექცია) სიმპტომების შემჩნევისას თითქმის ყველა მიაშურებს აფთიაქს და ყიდულობს სისხლძარღვების შესავიწროვებელ საშუალებებს. მაგრამ მათი მოქმედება ეფექტურობას კარგავს დროთა განმავლობაში.



დოზირების არასწორად დაცვის შემთხვევაში, მიიღებთ პარადოქსულ შედეგს. პრეპარატის ყოველი მოხმარების შემდეგ, იგრძნობთ შეშუპებას. იმისთვის, რომ ავიცილოთ მსგავსი პრობლემა, უმჯობესია, წამალი ჩავანაცვლოთ ცხვირის გამორეცხვით.



ეს არის ჰაიმორიტისა და სურდოს წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე სანდო საშუალება. მარილის ხსნარი დაგეხმარებათ ნაზად მოიშოროთ დაგროვილი ლორწო, შეამციროთ შეშუპება და სითხის გამოყოფა.



აღნიშნული პროცედურა შეგიძლიათ ჩაიტაროთ ექიმის კაბინეტში სპეციალისტის დახმარებით, თუმცა სახლის პირობებში ჩატარებული გამორეცხვაც არ ჩამოუვარდება ეფექტურობით ექიმთან სეანსს. იმისთვის, რომ გათავისუფლდეთ სურდოსგან, საჭიროა ჩაიტაროთ პროცედურა დღეში 3-4 ჯერ ჭამიდან ერთი საათის შემდეგ. ამისთვის შეგიძლიათ აფთიაქში შეიძინოთ გამზადებული ხსნარი, ან თავად მოამზაგოთ იგი...



ცხვირის გამორეცხვა სახლის პირობებში

ინგრედიენტები

  • 0,5 ლ გაფილტრული, ან მინერალური წყალი
  • 1 ჩ/კ ზღვის, ან ჰიმალაის მარილი


მომზადების წესი

  1. გააცხელეთ წყალი 40 გრადუსამდე. ფრთხილად იყავით, ზედმეტად ცხელი წყლით შეიძლება დაიზიანოთ ცხვირის ლორწოვანი გარსი



  2. გახსენით სითხეში ზღვის, ან ჰიმალაის მარილი




იხილეთ ვიდეოში, როგორ ჩაატაროთ პროცედურა სწორად სახლის პირობებში.



ასევე ცხვირის გამორეცხვა შეგიძლიათ ბალახების მსუბუქი ნაყენითაც. ყველაზე უკეთ გამოგადგებათ გვირილა, ვირის-ტერფა, ევკალიპტი, კალენდულა და სალბი.



აღნიშნულ პროცედურას აქვს უკუჩვენება შემდეგი დაავადებებისას: მწვავე ოტიტი, მწვავე ჩირქოვანი ჰაიმორიტი, ხშრი სისლდენა ცხვირიდან, ასევე რომელიმე კომპონენტთან შეუთავსებლობა.



გისურვებთ ჯანმრთელობას. აუცილებლად გაუზიარეთ მეგობრებს!