ცხელი ზეთი სინუსიტის და ჰაიმორიტის წინააღმდეგ - ეფექტური საშუალება!
სინუსიტი ცხვირის ღრუსთან დაკავშირებული ანუ პარანაზალური წიაღების მწვავე ან ქრონიკული ანთებაა. ეს წიაღები ქალას ძვლებში განთავსებული ჰაერის შემცველი ღრუებია და თვალბუდის უკან, ზევით და ქვევით მდებარეობს. მათი ფუნქციაა, გაფილტროს და გაათბოს შესუნთქული ჰაერი. ამის შემდეგ გადადის ბრონქებში. სინუსების ამომფენ ლორწოვანს აკისრია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია - შესუნთქული ჰაერიდან დიფუზიის გზით შეითვისოს მსუბუქი იონები და ნაწილობრივ ჟანგბადი და ის პირდაპირ თავის ტვინში გადაიტანოს.
ცხელი ზეთი ჰაიმორიტის წინააღმდეგ
აიღეთ მზესუმზირას არარაფინირებული ზეთი, შეათბეთ წყლის აბაზანაზე ( ზეთით სავსე ჭურჭელი მოათავსეთ ცეცხლზე შემოდგმულ წყლით სავსე ჯამში ) იმ კონდიციამდე, რომ არ დაიწვათ და პირის ღრუში გამოივლეთ. პროცედურა ძილის წინ ჩაიტარეთ. როგორც კი 0,5 ჭიქა ცხელ ზეთს გამოივლებთ, დასაძინებლად დაწექით. პირველი 3 - 4 დღის განმავლობაში ვერაფერს იგრძნობთ, შემდეგ კი გამონადენი უხვად დაიწყებს დენას. ეცადეთ, ნახევრად მჯდომარემ იძინოთ, რათა თავი შემაღლებულ მდგომარეობაში გქონდეთ.
ზეთი 10 დღის განმავლობაში ივლეთ, შემდეგ 2 დღე შეისვენეთ და პროცედურები განაგრძეთ, ვიდრე გამონადენის გამოყოფა არ შეწყდება.
მანდრაგორა წვავს, მაგრამ კურნავს
თუ ჰაიმორიტი გაწუხებთ, იყიდეთ მანდრაგორა და დაიზილეთ შუბლის არე. ცოტა ხნის შემდეგ წვას იგრძნობთ და ცხვირიდან გამონადენი დაიწყებს დენას. ძლიერი წვის შეგრძნების მიუხედავად, მალე იგრძნობთ შვებას, წიაღებისა და ცხვირის სავლების გათავისუფლებას. ეს პროცედურა უსიამოვნო და მტკივნეულია, თუმცა შედეგიანი.