ეს სამკურნალო პროცედურები სამუდამოდ დაგავიწყებთ ბუასილის არსებობას...
ბუასილი - ეს არის უკანა გასავლის და სწორი ნაწლავის ქვემო ნაწილის ვენების ვარიკოზული გაგანიერება. ბუასილი ხშირად კოლიტის თანმხლებ დაავადებას წარმოადგენს. ხალხური მედიცინა ამ დაავადების სამკურნალოდ გვაძლევს შემდეგ რჩევებს:
- 7 ლ მდუღარე წყალში გააზავეთ 400 გრ. შაბი, დაახურეთ სახურავი, რომელსაც აქვს 5 სმ. დიამეტრის ნახვრეტი. დაჯექით ისე, რომ ნახვრეტიდან ამოსული ორთქლი ხვდებოდეს ბუასილურ კვანძებს. პროცედურა განაგრძეთ, სანამ ორთქლი მოდის. პროცედურის შემდეგ უკანატანში შეიზილეთ ვაზელინი და აუცილებლად მიიღეთ საფაღარათო საშუალება. ეს პროცედურა უნდა გაიმეოროთ არაუმეტეს კვირაში ერთხელ. საკმარისია 2 - 3 მსგავსი პროცედურა. ამავდროულად მიიღეთ ქერიფქლას ნაყენი.
- ამავე ხერხით კეთდება ორთქლის აბაზანები ხახვით: თიხის ქოთანში ჩაასხით 2 ლ რძე, ჩაუშვით 4 დიდი თავი ხახვი, დაახურეთ და შედგით ღუმელში დაბალ ცეცხლზე, 4 საათით. როდესაც მომზადდება, ქოთანს დაახურეთ ნახევარლიტრიანი, ხის სახურავი. პროცედურა გაიმეორეთ 3 დღეში ერთხელ პროცედურამდე 6 საათით ადრე უნდა მიიღოთ საფაღარათო საშუალება, ხოლო პროცედურის შემდეგ უკანატანში შეიზილეთ ვაზელინი.
- აურიეთ 10 - 10 გრ სელიჭას ყვავილი, მუხის ქერქი და წყლის წიწაკის ბალახი, ნარევს დაუმატეთ 50 გრ. ღორის გამდნარი ქონი, კარგად მოურიეთ და დადგით დაბალ ცეცხლზე 30 წუთით, თან ურიეთ, შემდეგ გადაიტანეთ ქილაში და დაახურეთ პერგამენტის ქაღალდი. მიღებული მალამოთი გაჟღინთეთ ბამბის ტამპონი და მოითავსეთ ანალურ ხვრელში 4 - 5 საათით.
- ქრონიკული ბუასილის დროს გიშველით ყინულის სანთლები: ქაღალდისგან მოამზადეთ მცირე დიამეტრის მქონე ცილინდრული ფომები, ჩაასხით წყალი და შედგით მაცივარში გასაყინად. გამოყენებამდე ყინულის სანთელს მოაცილეთ ქაღალდი და მისი ერთი ბოლო მცირე ხნით ჩაუშვით თბილ წყალში, შემდეგ სანთელი მოითავსეთ უკანატანში. პირველი 3 -5 დღის განმავლობაში სანთელი უნდა გაიჩეროთ 30 წმ, შემდეგ ყოველი 3 -5 დღის შემდეგ მოუმატეთ 30 - 30 წამი. მკურნალობის დროს მოერიდეთ მჯდომარე სამუშაოს და არ მიიღოთ სპირტიანი სასმელები.
- აიღეთ 10 გრ ჭინჭარი და ამდენივე ხეჭრელა, დაასხით 1 ლ მდუღარე წყალი და გააჩერეთ 1 სთ. მიიღეთ 4 ჩ/ჭ დღეში.
- აურიეთ 20 -20 გრ გვირილას ყვავილი, კატაბალახას ფესვი, ბაბუაწვერას ფესვი და ჭანგას ფესვი. 2 ს/კ ნარევს დაასხით 0,5 ლ წყალი; გააჩერეთ 2 სთ. შემდეგ ადუღეთ 10 წთ. დაბალ ცეცხლზე და გაწურეთ. გამოიყენეთ ოყნისთვის, ძილის წინ, ერთი კვირის განმავლობაში.
- 30 გრ დიდგულას ფესვი ხარშეთ 1 ლ წყალში მანამ, სანამ ჭურჭელში საწყისი წყალი არ განახევრდება. მიიღეთ 1/2 ჩ/ჭ ჭამამდე 40 - 60 დღის განმავლობაში.
- დიდგულას მწიფე ნაყოფი მოხარშეთ მურაბასავით, უშაქროდ და მიიღეთ 1 ს/კ ჭამამდე.
- მიიღეთ აბზინდას ჩაი.
- მიიღეთ მრავალძარღვა მარილით.