რა რჩევებს გვაძლევს ხალხური მედიცინა ბუასილის სამკურნალოდ

რა რჩევებს გვაძლევს ხალხური მედიცინა ბუასილის სამკურნალოდ
ბუასილი ( ჰემოროი ) ხშირად კოლიტის თანმხლებ დაავადებას წარმოადგენს. ხალხური მედიცინა ამ დაავადების სამკურნალოდ გვაძლევს შემდეგ რჩევებს:

  1. ერთი ს/კ ხმელ, წვრილად დაჭრილ კაკალის ფოთოლს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი. გააჩერეთ, გადაწურეთ და მიიღეთ დღის განვალობაში რამდენჯერმე ( ეს გახლავთ სადღეღამისო ნორმა ).

  2. აადუღეთ 3 ლ წყალი. შემდეგ შიგ გახსენით 200 გრ შაბი. ქვაბს დაახურეთ სახურავი, სასურველია ხის. წყალი ოდნავ რომ შეგრილდება, გადაიღეთ სათლში და ზედ ისე დააჯექით, რომ სათლიდან ამოსული ორთქლი ხვდებოდეს უკანალს. ამ პროცედურის დამთავრების შემდეგ საჭიროა სფინქტრისა და სწორ ნაწლავზე წაისვათ ვაზელინი და მიიღოთ რაიმე საფაღარატო საშუალება. მკურნალობა ამ მეთოდით მიზანშეწონილია ჩაატაროთ კვირაში ერთხელ. ავადმყოფის მოსარჩენად საკმარისია 2-3 სეანსი.


ბუასილი ( შიგნითა )

ავიღოთ ნაძვზე მიმაგრებული თეთრი ფითრის ღერო ფოთლებთან და ქუდთან ერთად. ზემით - დაახლოებით უნდა იყოს 1ს/კ -მდე სიგრძის. დავასხათ ერთი ჭიქა ცივი წყალი და დავდგათ ერთი ღამე. დილით ეს წყალი დავლიოთ. პროცედურა გავიმეოროთ. ფითრის ღერო შეიძლება გამოვიყენოთ ორ-სამჯერ.
დაბალწნევიანი ადამიანებისთვის წამლის მიღება არ შეიძლება.

ასევე ბუასილის დროს კარგია სტაფილოსა და ოხრახუშის ნაყენის დალევა.

  • გავაკეთოთ თაფლისა და ფქვილის სანთელი. უნდა გაკეთდეს ძილის წინ უკანა ტანში.

  • სამი კოვზი ერთწლიანი კვრინჩხის ტოტი საღამოს ჩავდოთ თერმოსში, დავასხათ 3 ჭიქა მდუღარე წყალი, დილით გავწუროთ, გავყოთ 4 ნაწილად და მივცეთ ავადმყოფს 1 საათით ადრე ჭამის წინ.

სტატიის ავტორი: სულიკო ხეტეშვილი
სტატიის წყარო:ჯანმრთელობის საგანძური