გამოცხადებულია განგაში - სგგდ 7 სიმპტომი. დაუყოვნებლივ მიაკითხეთ ექიმს, თუკი შეამჩნევთ ერთ-ერთ მათგანს მაინც.

გამოცხადებულია განგაში -  სგგდ 7 სიმპტომი. დაუყოვნებლივ მიაკითხეთ ექიმს, თუკი შეამჩნევთ ერთ-ერთ მათგანს მაინც.
თითქმის ყველა ჩვენგანი ცხოვრებაში ერთხელ მაინც წაწყდომია მათ - სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებს (სგგდ). მათი უმრავლესობა კარგად ექვემდებარება მკურნალობას, მაგრამ ზოგიერთი შეიძლება მოსვენებას არ აძლევდეს ადამიანს მთელი ცხოვრების განმავლობაში.

ასეთ ინფექციებს განეკუთვნება აპვ და გენიტალური ჰერპესი. პირველ შემთხვევაში ეფექთური მკუნალობა შესაძლებელია 25 წლამდე, ხოლო მეორე შემთხვევაში - თერაპია მხოლოდ ამსუბუქებს დაავადების მსვლელობას.

სასქესო გზების ინფექციები



ბევრი ადამიანი შარდსასქესო სისტემის პრობლემების შემჩნევის შემდეგ, არ ჩქარობს ექიმთან მისვლას. მათ გულუბრყვილოდ სჯერათ, რომ ყველაფერი თავისით გაივლის, ან უბრალოდ ენანებათ ფულის ხარჯვა მკურნალობაში. ასეთი ქმედებები ხშირად სრულდება სავალალო შედეგით არა მარტო თავად ავადმყოფისთვის, არამედ მისი სქესობრივი პარტნიორისთვისაც.



ჩვენი რედაქცია დაჟინებით გირჩევთ მიმართოთ ექიმს, თუ თქვენ შეამჩნევთ შემდეგ სიმპტომებს:

  1. ქავილის, წვის შეგრძნება და სიწითლე ინტიმურ ზონაზე
  2. გამონადენი სასქესო ორგანოებიდან უჩვეულო სუნით
  3. შარდვის პრობლემები (ხშირი შარდვა და მტკივნეული შეგრძნებები)



  4. ლიმფური კვანძების გაფართოება, ხშირად საზარდულის ტერიტორიაზე
  5. სუსტი სქესის წარმომადგენლებს: ტკივილი ქვედა მუცლის არეში და საშოში
  6. ტკივილის და დისკომფორტის შეგრძნევა სქესობრივი აქტის დროს



გთავაზობთ უფრო დეტალურად გაეცნოთ ყველაზე ხშირად გავრცელებული ვენერიული დაავადებების სიმპტომებს.

  1. გონორეა
    ისინი, ვისაც აწუხებს გონორეა, პირველ რიგში უჩივიან მტკივნეულ და ხშირ შარდვას,ასევე ჩირქოვან გამონადენს სასქესო ორგანოდან.



  2. პედიკულოზი - იგივე ბოქვენის ტილები
    თუ თქვენ იმედი გაქვთ, რომ შეძლებთ მათ დანახვას შეუიარაღებელი თვალით, თქვენი ეს მცდელობა უშედეგო იქნება. ხშირშემთხვევაში ჩანს მხოლოდ მათი ქმედებების შედეგები - მცირე გამონაყარი, რომელიც სავსებით წააგავს დერმატიტს.



  3. ტრიქომონიასი
    ამ ვენერიული დაავადების თანმდევია შემდეგი არასასიამოვნო სიმპტომები: საკვერცხეების (ქალბატონებში) ძლიერი ტკივილი, ჩირქოვანი გამონადენი სასქესო ორგანოებიდან, ქავილი და წვა შარდვისას.



  4. ციტომეგალოვირუსი
    ამ ინფექციასთან უნდა იყოთ ფხიზლად! მისი სიმპტომები ძალიან წააგავს მრდ-ს (მწვავე რესპირატორული დაავადება): მაღალი ტემპერატურა, სურდო და ხელის ტკივილი.



  5. გენიტალური ჰერპესი
    გენიტალური ჰერპესით დაავადებულებს შირად აწუხებთ პერიოდული გამონაყარი კანზე (წყლიანი ბუშტუკები, პატარა წყლულები), წვა და ქავილი სასქესო ორგანოებში, მაღალი სიცხე და საერთო სისუსტე.



  6. ადამიანის პაპილომა ვირუსი
    ხშირად ისინი, ვინც დაავადებულია აპვ-ით ცხეულზე შეამჩნევენ მეჭეჭებს და კორძებს. ხშირად ისინი წარმოიქმნებიან საზარდულის და სასქესო ორგანოების მიდამოებში. ვირუსი შეიძლება არანაირად არ გამოვლინდეს რამდენიმე წლის მანძილზე. ამიტომ, დაეჭვებისთანავე საჭიროა გაკეთდეს აპვ კონკრეტული ანალიზი.



  7. კანდიდოზი
    დაავადები სიმპტომებს წარმოადგენს ფანტელისებრი, ხაჭოსებრი თეთრი გამონადენს, რომელსაც თან ახლავს ძლიერი ქავილი და წვა გენიტალურ არეალში. ხშირად სიმპტომები ძლიერდება სქესობრივი აქტის ან შხაპის მიღების შემდეგ.



  8. ქლამიდიოზი
    ქლამიდიოზით დაავადებულებს ხშირად აწუხებთ მცირე გამონადენი და ქავილი გენიტალურ არეალში. უმეტესაც დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს, თუმცა გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ორგანიზმს.



  9. სიფილისი
    ამ დაავადებას ისეთი ვრცელი სიმპტომები აქვს, რომ ხშირად ის შეიძლება აგერიოთ სტომატიტში და სიმსივნეშიც კი. ექიმებმა მას დაავადება-მაქციაც შეარქვეს. იმისთვის, რომ ზუსტად დაადგინოთ დაავადების არსებობა, საჭიროა აიღოთ სიფილისის ანალიზი ვენიდან.



  10. მოლუსკუმის კონტექსტი
    ეს ვირუსული დაავადება ვლინდება კანზე თეთრი შიგთავსიანი მუწუკებით.



  11. მიკოპლაზმოზი
    მიკოპლაზმოზით დაავადებულებს შეიძლება აწუხებდეთ მაღალი სიცხე, მუცლის ქვემოთ ძლიერი ტკივილი, შარდვის პრობლემები.



  12. ურეპლაზმოზი
    ინფექციის სიმპტომებია საშოდან გამჭვირვალე გამონადენი, არასასიამოვნო შეგრძნებები, ასევე წვა და ჩვხლეტა შარდვის დროს.



აუცილებლად გაუზიარეთ ეს ინფორმაცია მეგობრებს! იქნებ, ვინმეს დაუყოვნებლივ სჭირდება ექიმის დახმარება.